იუდეველები ხანუქას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, იუდეველები ხანუქას ზეიმობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს იუდეურ თემს ამ დღესასწაულს ულოცავს.
„იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ზეიმობენ, ელინთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს დღესასწაულს, კეთილდღეობას, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა