“თუ ეს ყველაფერი მშვიდობას ხელს შეუწყობს, მე ამ დათმობისთვის მზად ვარ” – ტიმოშჩუკმა უკრაინის მიერ მისთვის ჯილდოების ჩამორთმევის შემდეგ განცხადება გააკეთა

“თუ ეს ყველაფერი მშვიდობას ხელს შეუწყობს, მე ამ დათმობისთვის მზად ვარ” – ტიმოშჩუკმა უკრაინის მიერ მისთვის ჯილდოების ჩამორთმევის შემდეგ განცხადება გააკეთა სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ანატოლი ტიმოშჩუკმა თავისი ქვეყნის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც მას ყველა ჯილდო ჩამოართვეს. მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მან “ზენიტი” არ დატოვა და მუშაობა კვლავ პეტერბურგულ გუნდში […]
კრისტოფერ ნოლანი „ოდისეას“ გადაიღებს

ფილმ „ოპენჰაიმერის“ ტრიუმფისა და ჯილდოების შემდეგ, კრისტოფერ ნოლანი ბერძნულ პოეზიაში ჩაეფლობა და ჰომეროსის „ოდისეას“ კინოადაპტაციას გადაიღებს. ამის შესახებ Universal Pictures-მა განაცხადა. „ოდისეაში“ მთავარ როლებს მეთ დეიმონი, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთევეი, ზენდაია, რობერტ პატინსონი, შარლიზ ტერონი და ლუპიტა ნიონგო ითამაშებენ. გადაღებები დაიწყება 2025 წლის დასაწყისში და ჩატარდება მთელ მსოფლიოში IMAX ტექნოლოგიის გამოყენებით. პრემიერა 2026 წლის შუაშია […]
თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცენტრი უკვე მზადაა, დედაქალაქს 24 საათის განმავლობაში მოემსახუროს. „როგორც იცით, აღნიშნული მიმართულება დედაქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ პრობლემის მოგვარება და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს თანამედროვედ, ცივილურად. აღნიშნული პროექტი საშუალებას […]
ეთნიკური სერბების პარტია გაასაჩივრებს აკრძალვას კოსოვოს არჩევნებზე

კოსოვოს ეთნიკური სერბების ყველაზე დიდი პარტიის პრეზიდენტმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც პარტიას აეკრძალა 9 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობა, ბელგრადთან ახლო კავშირების გამო. ზლატან ელეკმა პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ გაუქმდება მისი პარტიის, “სერბთა სიის” შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ელეკმა მკაცრი სიტყვებით მოიხსენია კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი და თქვა, რომ მას […]
პრეზიდენტ სანდუს ცნობით, რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეაღწია

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. სანდუს ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის დროს რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. პრეზიდენტმა სანდუმ სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ როცა მოლდოვა და უკრაინა შობას ზეიმობენ, კრემლი ნგრევას ირჩევს, მიზანში იღებს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას და რაკეტით არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს. სანდუს თანახმად, […]
ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, მათგან 2 ბავშვია

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, მათგან ორი ბავშვია – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა.
ყაველაშვილს პრეზიდენტობა ერდოანმაც მიულოცა – მეხუთე მილოცვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისგან

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც მიულოცა. მისალოცი წერილი, რომელიც 14 დეკემბრით – საარჩევნო კოლეგიის მიერ მისი არჩევის დღით – თარიღდება, თურქეთის საელჩომ 20 დეკემბერს გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს. წერილი 25 დეკემბერს გამოაქვეყნა „ინტერპრესნიუსმა“. „პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო […]
მიმდინარე წელს აშშ-დან გაამგზავრეს მიგრანტთა რეკორდულად დიდი რაოდენობა

აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განახორციელა ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი რაოდენობის მიგრანტთა დეპორტაცია – იუწყება “ამერიკის ხმის” რუსული სამსახური. საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის ანგარიშის თანახმად, წელს მოხდა 270 000-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია, რომლებიც 192 ქვეყნიდან იყვნენ. ეს ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ. სამსახური დეპორტაციის […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 14:00 საათისთვის 2.8035 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8035 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8025 კურსით დაიწყო. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, 24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.8119 ლარი. კურსის ცვლილება +0.09 თეთრი. · 1 ევრო – 2.9221 ლარი. კურსის ცვლილება +0.15 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – […]
ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 124,5 მილიონი დოლარით შეავსო და ის 4.1 მლრდ. დოლარს შეადგენს – სებ

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 124.5 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 4.1 მლრდ. დოლარს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ […]