ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გაწყდა

ფინეთის პოლიცია იძიებს, მონაწილეობდა თუ არა უცხო ქვეყნის გემი ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „პოლიცია, სასაზღვრო დაცვასთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოვლენათა ჯაჭვს იძიებს“, – ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში. პოლიციაში აცხადებენ, რომ გამომძიებლები უცხოური გემის პოტენციურ როლს იკვლევენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ გემს გულისხმობენ. გამოცემის […]
სტეფ კარის ჯადოქრობები საკმარისი არ აღმოჩნდა – ოსტინ რივზმა “ლეიკერსს” ბოლო წამებზე მოაგებინა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში საშობაო მატჩები გაიმართა. დღის მთავარი შეხვედრა უდავოდ “გოლდენ სტეიტისა” და “ლეიკერსის” დაპირისპირება გახლდათ, სადაც ერთმანეთს NBA-ის სუპერვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დასაწყისში “ლეიკერსს” ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ენტონი დევისი გამოაკლდა, ამერიკელმა ცენტრმა კოჭი გადაიბრუნა, რის გამოც მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მიუხედავად ამისა, “ანგელოზები” თითქმის მთელი მატჩის […]
ქართული პრესის მიმოხილვა 26.12.2024

რატომ შეცვალა “ოცნებამ” რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებულ მოლოდინებზე რისთვის იქმნება საზოგადოებრივი ასამბლეა და რა ფუნქცია ექნება პოლიტიკური კრიზისის პერიოდში “სააკაშვილი ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი გახდა, “იმედით” ტლიკინებს” – გიორგი გახარია * * * რატომ შეცვალა “ოცნებამ” რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებულ მოლოდინებზე “ქართულმა ოცნებამ” 20 იანვართან დაკავშირებით როტორიკა შეცვალა – მმართველი პარტია აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ძველებურად […]
„საცხოვრებელი ფართების შეძენის გადავადება ხდება, მყიდველს აქვს მოლოდინი, რომ ამ კრიზისმა შეიძლება ფასებზე იმოქმედოს და შემდეგ დაკლებული ფასით შეიძინოს“ – უძრავი ქონების სექტორი კრიზისზე საუბრობს

„საცხოვრებელი ფართების შეძენის გადავადება ხდება, მყიდველს აქვს მოლოდინი, რომ ამ კრიზისმა შეიძლება ფასებზე იმოქმედოს და შემდეგ დაკლებული ფასით შეიძინოს“ – უძრავი ქონების სექტორი კრიზისზე საუბრობს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ბიზნესის ყველა სექტორს შეეხო. გამონაკლისი არც უძრავი ქონების გაყიდვებია. RE/MAX CAPITAL-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ სექტორში გაყიდვები შემცირებულია. მისივე შეფასებით, საჭიროა პოლიტიკური კრიზისის […]
„იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში პროცესები დასტაბილურდება და ბიზნესები განვითარებას განვაგრძობთ“ – ქართული ბრენდი Nickola’s-ი

„იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში პროცესები დასტაბილურდება და ბიზნესები განვითარებას განვაგრძობთ“ – ქართული ბრენდი Nickola’s-ი ქართული ბრენდი Nickola’s-ის დამფუძნებელმა ნიკოლას ქანთარიამ “ბიზნესპარტნიორთან” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ბიზნესზე გავლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თვეა ყველა კომპანიისთვის და შესაბამისად, განვითარებული მოვლენები, ბიზნესების წინსვლას აფერხებს. მისი განცხადებით, ბრენდი Nickola’s არ გაჩერებულა და განვითარებულ მოვლენებამდე აღებულ ვალდებულებებზე მუშაობს, თუმცა […]
პრეზიდენტმა ბაიდენმა პენტაგონს დაავალა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა შობის დღესასწაულზე, 25 დეკემბერს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულ შეტევას. თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიზანია ზამთარში უკრაინელ ხალხს წართვას ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომა და საშიშროება შეუქმნას უკრაინის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა […]
ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა, – The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. მედიკოსების თქმით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ღაზას სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე თავდასხმის შედეგად. ამასთან, ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, როდესაც დარტყმა განხორციელდა ავტომობილზე, რომელშიც […]
2025 წლის პირველი იანვრიდან რუმინეთი 30-მდე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს

2025 წლის პირველი იანვრიდან რუმინეთი 30-მდე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროშო განაცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა 30 სახმელეთო გამშვებ პუნქტს დახურავს უნგრეთისა და ბულგარეთის საზღვრებზე, რადგან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრი გახდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საზღვრებზე შეიძლება, კვლავ შემოწმდეს დოკუმენტები. გასულ თვეში ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე დაიდო შეთანხმება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნგრეთსა და რუმინეთს […]
26-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

26 – 27დეკემბერს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ […]
როდესაც შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი შევა უფლებამოსილებაში, ის დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას – პაპუაშვილი

არც ჩვენ, „ქართული ოცნება“ და არც ჩვენი ამომრჩეველი, არ აპირებს, რომ ამომრჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც კი ახლა რაღაც აბსურდულ გეგმებს აწესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს მოუწოდებს, თვალი არ აარიდონ საქართველოს 1 120 000 მოქალაქის გადაწყვეტილებას. „არ დაგვავიწყდეს, […]