კარლ ბილდტი – ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, პიკს მიაღწევს. „მასიური საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და […]

აზერბაიჯანის თვითმფრინავის კატასტროფა შესაძლოა, რაკეტით ზემოქმედებას გამოეწვია

ეს ვერსია აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებსა და რუს სამხედრო ბლოგერებსა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებს შორის მას შემდეგ, რაც გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები. ვიდეომასალაში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზემოქმედების შედეგი იყოს. როგორც BBC წერს, ვერსია ლოგიკურია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ისეთი სამსახურების მიერ, რომლებიც საჰაერო სივრცეს მეთვალყურეობას უწევენ და […]

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადასცემს

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თავშესაფრების მშენებლობისთვის და ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის დამატებითი დახმარების გაწევისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შობის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური […]

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა. გადარჩენილები სხვადასხვა […]

ჯო ბაიდენი უკრაინაზე შობის დღესასწაულზე განხორციელებულ თავდასხმაზე – თავდაცვის უწყებას მივმართე, გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ შობის დღესასწაულზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა. „შობის პირველ საათებში რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონები ტალღები გაუშვა. ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის […]

გოგა კიკაჩეიშვილს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა

ქართველი არბიტრი, გოგა კიკაჩეიშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. 2025 წლიდან, აღნიშნულ კატეგორიაში ორი ქართველი მსაჯი იქნება. ფიფას არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი უეფას მსაჯთა პირველ კატეგორიაში 2021 წლის დეკემბრიდან ირიცხება. 33 წლის გოგა კიკაჩეიშვილმა 2024 წელს 9 საერთაშორისო მატჩს მოემსახურა. გოგა […]

კოსოვოში პარტია “სერბთა სიას” მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება

კოსოვოში საგანგებო ჯგუფმა გააუქმა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ეთნიკური სერბების უდიდეს პარტიას აეკრძალა არჩევნებში მონაწილეობა, სერბეთთან ახლო კავშირების გამო. “ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (CEC) დაევალა დაამტკიცოს პოლიტიკური გაერთიანება ‘სერბთა სია’ და ამ გაერთიანების კანდიდატები… კოსოვოს რესპუბლიკის ასამბლეის არჩევნებისთვის, რომელიც 2025 წლის 9 თებერვალს გაიმართება” – განაცხადა საარჩევნო საჩივრების და აპელაციის ჯგუფმა (ECAP) 25 დეკემბერს. ჯგუფის გადაწყვეტილებით, […]

“ნაპოლის” თავდამსხმელით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული

24 წლის თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელია. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ რასპადორის სამსახურით „რომა“, „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული. მათი მხრიდან რასპადორის გადაბირების სხვადასხვა ვარიანტები და მათ შორის მისი სხვა ფეხბურთელში გაცვლის შესაძლებლობა განიხილება. Transfermarkt-ის მიხედვით ჯაკომოს ფასი 15 მილიონი […]

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: ნატოს გაფართოება ტრაგიკული შეცდომა იყო, ჩვენი რეპუტაცია საერთოდ გამქრალია

ნატოს გაფართოება ტრაგიკული შეცდომა იყო. თავდაპირველად რუსეთი ნატოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით უნდა შეერთებოდა, შემდეგ კი ალიანსის სრულფასოვნად წევრად. ახლა კი სად ვართ. ძალიან შორს, ევროპისა და ჩვენი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე, – განაცხადა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში. ლაშა კასრაძემ მას ჰკითხა: თქვენს რამდენიმე სტატიას წავაწყდი, […]

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა, […]