ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, კვარტეტი „ხობი“, სამუსიკო სკოლის გუნდი, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო ცეკვის და საესტრადო სიმღერების ჯგუფები წარდგნენ. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ. საღამო დიჯეი OTO-ს კონცერტით გაგრძელდა. „ნაძვის […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. „მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკის […]

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: სამსახურში შესაძლოა კონფლიქტები წარმოიშვას. კეთილგანწყობა და ოპტიმისტური დამოკიდებულება დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში. დღეს არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება; უმჯობესია, მიმდინარე საკითხები დაასრულოთ. კარგი დროა რომანტიკული პაემნებისთვის და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. კურო: ეცადეთ, დროებით შეაჩეროთ დაწყებული საქმეები და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. გულმოდგინედ გაერკვიეთ სიტუაციაში და იმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე. ტყუპი: შესაძლებლობა გექნებათ, აკონტროლოთ მოვლენები და […]

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში? ეროვნული ბანკის მიერ 25 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8130 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9241 ლარია. ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით: ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8120 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.8070 ლარად […]

კანადა თუ ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება – ტრამპი

კანადა თუ ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება – ტრამპი აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შობას ულოცავს „ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს“, „კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს“ და „გრენლანდიელ ხალხს“. „გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ უკანონოდ ოპერირებენ პანამის არხს (სადაც 110 წლის […]

3 დღეში პარლამენტში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება

3 დღეში პარლამენტში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციაზე მიწვეული არიან პირები, ვინც პრეზიდენტი აირჩიეს, ასევე ყველა კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელები. მმართველი გუნდი ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტისგან ელის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაბრუნდება კონსტიტუციის ფარგლებში. უმრავლესობაში ასევე აცხადებენ, რომ მცდელობის მიუხედავად 29 დეკემბერს რადიკალური ჯგუფები ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას ვერ შეძლებენ. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის დღეს, 29 დეკემბერს […]

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

ექიმი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ყიფშიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ყიფშიძე ამერიკაში გარდაიცვალა.

რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8130 ლარი ეღირება, ევრო – 2.9241 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5326 ლარი. გუშინ კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8119 ლარი ღირდა, ევრო – 2.9221 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5236 ლარი.

1-ელი იანვრიდან თბილისში მანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით ახალი წესი ამოქმედდება – ვის შეეზღუდება მოძრაობა პიკის საათებში

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ. “წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის […]

ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გაწყდა

ფინეთის პოლიცია იძიებს, მონაწილეობდა თუ არა უცხო ქვეყნის გემი ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „პოლიცია, სასაზღვრო დაცვასთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოვლენათა ჯაჭვს იძიებს“, – ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში. პოლიციაში აცხადებენ, რომ გამომძიებლები უცხოური გემის პოტენციურ როლს იკვლევენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ გემს გულისხმობენ. გამოცემის […]