საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა

საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. „ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ახალ წელთან ერთად, მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსს, უამრავი ადამიანი მისი სახელით იღებს საჩუქრებს, რასაც სიხარული, ბედნიერება და მომავლის, ახალი წლის იმედი მოაქვს. და მაინც, ასეთი თვალსაჩინოების, უთვალავი საჩუქრისა და ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, აგერ უკვე ას წელზე […]

გია ვოლსკი – აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია – საქართველო და მისი პარტიული და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს!

აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია – საქართველო და მისი პარტიული და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს! საქართველოს საკუთარი პირობებისთვის და საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია! – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაკისრების თაობაზე დასმულ კითხვას. აქვე ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო […]

ფოთში ათონელის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ათონელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. „აღსანიშნავია, […]

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე” – ანტონიო კონტე

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, მან კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სთხოვა, რომ თუ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერების შანსი იქნება, ამაზე უარი არ თქვას. “უკვე 41 ქულა დავაგროვეთ, ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ამას ვერავინ იფიქრებდა. ამით უნდა ვიამაყოთ, თუმცა ამავდროულად ამაზე არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ზრდა […]

სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალსაა ჩანიშნული. „2 დღის წინ დამირეკეს, დამიბარეს, დამატებითი კითხვაც არ გამჩენია, ეს არის მორიგი ცირკი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ. შესაბამისად, […]

ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით და აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ნობათი გადაეცათ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სადღესასწაულო ნობათი მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 1500-მდე პირმა მიიღო. „აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაახალწლოდ […]

გია ვოლსკი – ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს – პოლიტიკური კრიზისი ის მდგომარეობაა, როცა მთავრობა ვერ მტკიცდება, ბიუჯეტს ვერ იღებენ ან მთავრობას უნდობლობას უცხადებენ!

ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს – პოლიტიკური კრიზისი ის მდგომარეობაა, როცა მთავრობა ვერ მტკიცდება, ბიუჯეტს ვერ იღებენ ან მთავრობას უნდობლობას უცხადებენ! ფაქტია, რომ ჩვენს მიმართ არაორაზროვნად ორმაგი სტანდარტი გამოიყენება! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკიმ აქვე დასძინა, რომ „არჩევნები სულ მალე […]

TI: 2024-ში ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის 200-მდე შემთხვევა იყო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციის თანახმად, 2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან დღემდე მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, დაშინებისა და გაჩუმების მცდელობები 80%-ია. “საგანგაშო იყო 2024 წელი ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით. […]