თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

„დღეისათვის, დასრულებული პროექტების შედეგად, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 302 კმ-ზე, ანუ 70%-ზე მეტი უკვე გახსნილია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. რაც […]

ნიკა გვარამია – დღეს დილიდან, უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება დაუშვებელია, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის უმძიმეს წინაპირობებს

დღეს დილიდან, უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის უმძიმეს წინაპირობებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ამ “კანონებით” ხელისუფლების უზურპაციამ და რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – სალომე ზურაბიშვილის მიმართ რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ – ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ როგორ აირევა მათი ურთიერთობა

ოპოზიციას რიტორიკა იმიტომ ჰქონდა შეცვლილი, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინა – ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ახლა ნახეთ, როგორ აირევა მათთან ურთიერთობა – ეს არის ჟურნალი, რასაც ვხედავთ, მათ რიგებში დაპირისპირების კინო წინ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ჯერ სად ხართ, ოპოზიცია თავის პირველ რიტორიკას რომ დაუბრუნდება […]

მიხეილ სააკაშვილი – ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება

მიხეილ სააკაშვილი – ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება თქვენ რა მართლა სერიოზულად გგონიათ, რომ ესენი რამე მოლაპარაკებაზე წამოვლენ? დაიმახსოვრეთ კარგად საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს […]

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები საქართველოს პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ელჩების კონფერენცია 2024“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობას ქვეყნის […]

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადება ცარიელი სიტყვებია, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის განცხადებაც არის ამის გამოძახილი. „მე სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი. ცარიელი სიტყვებია […]

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო ელჩებო, ერთად შევძლებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო ელჩებო, ერთად შევძლებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. ამბასადორიალი ის ფორმატია, სადაც განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაჯისცემა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა […]

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება – მიხეილ ყაველაშვილი

მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატების მიღწევა, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს გამთლიანება დიპლომატიითა და მშვიდობიანი გზით მოხერხდეს. „უკვე სამ ათეულ წელს ითვლის […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: სალომე ზურაბიშვილის მიმართ რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ

რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ. ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ როგორ აირევა მათი ურთიერთობა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვებამ ოპოზიციის ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. „სალომე ზურაბიშვილის სტატუსის გამოყენება ხდებოდა ოპოზიციის მიერ. ეს ის ოპოზიციაა, რომლის ეპითეტები […]

“ოცნებამ” ელჩების კონფერენცია კახეთში ჩაატარა, ყაველაშვილიც დაესწრო

“ქართულმა ოცნებამ” ყოველწლიური ელჩების კონფერენცია წელს კახეთში გამართა, მას “ოცნების” პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძეც დაესწრნენ. კონფერენცია 28 დეკემბერს გაიხსნა და დღეს, 30 დეკემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური სფეროს წარმომადგენლები. „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა. ირაკლი კობახიძემ ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა […]