დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფას – მიხეილ ყაველაშვილი

დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფას – მიხეილ ყაველაშვილი ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩებს გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა, ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, რასაც ასე წარმატებით უძღვებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2024“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყაველაშვილის თქმით, ქვეყანა დღეს არაერთი გამოწვევის […]
საბოლოო ჯამში კრედიტ სუისის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში კრედიტ სუისის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ, წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი

საბოლოო ჯამში კრედიტ სუისის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში კრედიტ სუისის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ, წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ კრედიტ სუისთან დავა იყო წმინდა კომერციული დავა და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენ გვქონდა სრულიად განსხვავებული რწმენა და სრულიად განსხვავებული შეფასება. საბოლოო […]
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ავითარებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც გასულ წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი გაკეთდება. მისივე თქმით, ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება […]
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები უწყების სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლების შვილებისთვის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების შვილებს, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მოზარდებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. […]
“მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს” – ლინკევიჩუსი

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპულ გზაზე დატოვების მცდელობაში“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
ყაველაშვილმა “ოცნების” რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწერა

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. ყველა საკანონმდებლო ცვლილება ერთპარტიულმა პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო. რეპრესიულ კანონებად შეფასებულ დოკუმენტს ყველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა და ისინი 30 დეკემბრიდან ძალაში შევა. კანონები, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა: · ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, […]
ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე – შალვა პაპუაშვილი

საინტერესოა, რომ თქვენ ევროპულ სტანდარტს რეპრესიას ეძახით, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მიერ 28 კანონპროექტის ხელის მოწერას. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „აქციაზე ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ“. „როგორ ფიქრობთ, ის სივრცე, საიდანაც სხვადასხვა ჯგუფები ამბობენ მივისწრაფვითო, ის სივრცე რეპრესიული სივრცეა? ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე. როცა […]
უკრაინას ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწევს – სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის რობერტ კალინიაკის განცხადებით, უკრაინაში, ადგილზე არსებული რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას მოუწევს, ტერიტორიის ნაწილი დათმოს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რობერტ კალინიაკმა ტელეკომპანია TA3-ის გადაცემა V politike-ის ეთერში განაცხადა. კალინიაკის თქმით, სლოვაკეთის ინტერესებში შედის ომის დაუყოვნებლივ დასრულება და ორ მეომარ მხარეს შორის ზავის დამყარება და სამშვიდობო მოლაპარაკებები. მინისტრის აზრით, მომავალ საზღვრებზე […]
საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა

საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. „ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ახალ წელთან ერთად, მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსს, უამრავი ადამიანი მისი სახელით იღებს საჩუქრებს, რასაც სიხარული, ბედნიერება და მომავლის, ახალი წლის იმედი მოაქვს. და მაინც, ასეთი თვალსაჩინოების, უთვალავი საჩუქრისა და ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, აგერ უკვე ას წელზე […]
ეთიოპიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 71 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 71 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხუთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევა სიდამას შტატში, ბონას რაიონში მოხდა. სიდამას რეგიონული მთავრობის პრესსპიკერმა, ვოსენილე სიმონმა Reuters-ს განუცხადა, რომ ავტომობილი ხიდს ასცდა და მდინარეში გადავარდა. მისივე თქმით, მგზავრების ნაწილი საქორწილო […]