ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენი გმირების სახელით, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში აბსოლუტურ გამარჯვებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ძალებმა გუშინ, სახმელეთო შეტევის დაწყებიდან ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადეს. „გუშინ ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი გმირების სახელით, ჩვენი სიცოცხლის გულისთვის, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება […]

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისრაელს მოუწოდებენ, გააუქმოს ღაზის სექტორში დახმარების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები და დაეთანხმოს, რომ მომავალი პალესტინის სახელმწიფო აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის. შეხვედრის დაწყებამდე, ნიუ-იორკში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ირანის საგარეო მინისტრმა კომენტარი გააკეთა აშშ-სა […]

გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში, აბდულლა ნასსერ ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო […]

არსებული ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს. თუ რამდენი ადამიანია დაკავებული, ეს ჯერ უცნობია. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში პოლიცია შენობაში შესვლას ცდილობს, თუმცა, სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს […]

გურამ მაჭარაშვილი – ახლა ოპოზიცია ემიგრანტებზე გადაერთო – ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე-გარე დარბოდაო

ახლა ოპოზიცია ემიგრანტებზე გადაერთო – ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე -გარე დარბოდაო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას არ სმენია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულოებთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ. „ემიგრანტებთან დაკავშირებით თუ რაიმე ტიპის პრეტენზიები არსებობს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი საელჩოები და საკონსულოები. არ არსებობს […]

გია ცაგარეიშვილი – ყველას საარჩევნო ხმა არის დაცული, ეს არის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება – ემიგრანტს თუ უნდა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უნდა დარეგისტრირდეს საკონსულო სამსახურში და მოიპოვოს საარჩევნო ხმის უფლება

ყველას საარჩევნო ხმა არის დაცული, ეს არის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება – ემიგრანტს თუ უნდა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უნდა დარეგისტრირდეს საკონსულო სამსახურში და მოიპოვოს საარჩევნო ხმის უფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ონლაინ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრით ოპოზიცია ცდილობს, ემიგრაცია ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. […]

ირაკლი კაკაბაძე დააკავეს – “ახალგაზრდობა ვერ იტანს შენნაირ მევახშეებს, ვაჭარო ბიძინა!”

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მარინა ხატიაშვილის გამოსახლებას აპროტესტებს კარგა ხანია, პოლიტიკოსი ანა დოლიძის ინფორმაციით, დღეს დააკავეს. გამოსახლების პროცესი თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში დღეს დაიწყო და ადგილიდან კადრებს ანა დოლიძე ავრცელებს. დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ვიწყებთ კამპანიას, გააბრაზე ბიძინა, გადარიე ბიძინა, გააბრაზე პოლიტვაჭარი და მოაწყვე ტაფაზეც და ტაფის გარეთაც გადატრიალება ხელოვნების საშუალებით. გპირდები, ბიძინა, ჩვენ მოგიწყობთ […]

(ვიდეო) – “კლავთ ადამიანს?”; “სასწრაფო გამოუშვით” – გამოსახლება თბილისში

დღეს, ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მიმდინარეობს თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში. მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, კარგა ხანია ითხოვს აღნიშნული, და ზოგადად, გამოსახლების შეჩერებას. ადგილიდან ვიდეოებს ავრცელებს პოლიტიკოსი, ანა დოლიძე და მისივე ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, მისივე თანაპარტიელი. საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია პოლიციის მონაწილეობა გამოსახლებაში, ეს არის პირდაპირ არაკონსტიტუციური, ეს არის რეალურად სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს მოქალაქეებზე, ხვალ […]

„დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა…“ – ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა, სანდრო ხალვაში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი ქობულეთი, გარდაიცვალა 18 წლის სანდრო ხალვაში, ოქროს ბიჭი! შენთან რა უნდოდა სიკვდილს… ეს იყო შენი ბედი? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს, რომელმაც შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, სანდრო ჩვეულებრივად მოვიდა დედამიწაზე გაგვივსო გულები […]

ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – სალომე ზურაბიშვილი

მიმდინარე კვირას, თბილისში, ერთდროულად სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება – ინფორმაციას ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს. კეკელიძის #1 ნომერში, ამ წუთებში აღსრულების ეროვნული ბიურო საპოლიციო ძალების დახმარებით ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ცდილობს. ბიუროს წარმომადგენლებმა კარი დაამტვრიეს და ბინაში შევიდნენ. […]