გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისრაელს მოუწოდებენ, გააუქმოს ღაზის სექტორში დახმარების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები და დაეთანხმოს, რომ მომავალი პალესტინის სახელმწიფო აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის.
შეხვედრის დაწყებამდე, ნიუ-იორკში ჩასული ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ირანის საგარეო მინისტრმა კომენტარი გააკეთა -სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენში, „ჰუსიტებზე“ განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ.
„მაშინ, როცა ამერიკამ და ინგლისმა დაიწყეს თავდასხმები იემენზე, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ 230 კომერციული და ნავთობის ხომალდი მოძრაობდა წითელ ზღვაში და ეს ნიშნავს, რომ მათ გაიგეს იემენის გზავნილი, რომ ისინი აჩერებენ მხოლოდ იმ გემებს, რომლებიც სიონისტური რეჟიმის პორტებისკენ მიდიან“, – აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.
მისი თქმით, გასულ კვირას დავოსში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ კამერონს განუცხადა, რომ აშშ-სა და ბრიტანეთის აღნიშნული ქმედება „წითელ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციას იწვევს და იემენის წინააღმდეგ სტრატეგიული შეცდომაა”.