კეკელიძეზე აღსრულების პოლიციას ხალხი ბინიდან იძულებით გაჰყავს

თბილისში, კეკელიძის ქუჩის 1-ში აღსრულების პოლიცია ხატიაშვილების ბინაში კარების შენგრევის შემდეგ შევიდა, საიდანაც დღეს ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებს ამ წუთებში ბინაში მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოჰყავს. ხატიაშვილების ოჯახის წევრები, მეგობრები და აქტივისტები ბინაში შიგნით იყვნენ გამაგრებული. გამოსახლების წინა, სხვა მცდელობებისას, აღსრულების პოლიციამ ბინაში შესვლა ვერ შეძლო და გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო. გამოსახლებისას […]
კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი ბინიდან გამოასახლეს | ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა

კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლება დასრულდა. ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ ბინიდან გამოასახლა. იქამდე კი ადგილზე მოვლენები დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე ვითარდებოდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ირაკლი კაკაბაძე. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია. გამოსახლებისას ცუდად გახდა ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ის სასწრაფომ გადაიყვანა. იხილეთ: · კეკელიძეზე ფიზიკური დაპირისპირებაა | აღსრულება ბინაში […]
კეკელიძეზე ფიზიკური დაპირისპირებაა | აღსრულება ბინაში მყოფ პირებს ტერიტორიას ატოვებინებს

კეკელიძის ქუჩაზე, ბინაში ძალადობრივი შესვლის შემდეგ, აღსრულების პოლიციასა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბიუროს თანამშრომლები ბინაში მყოფ პირებს, რომლებიც იქ ხატიაშვილების ოჯახის სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველები ადამიანებს ბინას ძალის გამოყენებით ატოვებინებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოიყენეს გაზიც, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია.
მინსკში საქმე აღუძრეს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტს

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ერთ-ერთი რუბრიკის ავტორის, სიარგეი დუბავეცის წინააღმდეგ. მას ლუკაშენკას ხელისუფლება ბრალს სდებს ექსტრემიზმის, ნაციზმის რეაბილიტაციის და გენოციდის უარყოფის ამკრძალავი კანონმდებლობის დარღვევაში. სიარგეი დუბავეცს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ტელეგრამ-არხზე აქვს საავტორო რუბრიკა „ჰკითხე დუბავეცს“. ბელარუსის გენერალური პროკურატურის განცხადებით, დუბავეცი თავისი საავტორო ბლოგებით საჯაროდ ავრცელებს ცრუ და […]
McDonald’s Georgia-ს შემოსავალი 4-ჯერ აჭარბებს Wendy’s Georgia-ს მაჩვენებლებს – როგორია კომპანიების ფინანსური მდგომარეობა

საქართველოში საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ფრანჩაიზების 2022 წლის ფინანსური შედეგები შპს „თ და კ რესტორნების“ (McDonald’s Georgia) და სს „ვენჯორჯიას“ (Wendy’s Georgia) მაგალითზე დაყრდნობით Finspot-მა მიმოიხილა. McDonald’s Georgia-მ პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გახსნა. კომპანია უმსხვილესი გლობალური სწრაფი კვების რესტორნის ბრენდის ფრანჩაიზს წარმოადგენს. Wendy’s Georgia-მ პირველი რესტორანი საქართველოში 2013 წელს გახსნა. თუმცა, კომპანიის ფრანჩაიზის განვითარების […]
ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა. ილია ღუდუშაურმა, სამედიცინო პერსონალს საავადმყოფოსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმებისა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა […]
აღსრულების პოლიციამ კარი ჩალეწა და ბინაში შევიდა | ვითარება კეკელიძეზე

თბილისში, კეკელიძის #1 ნომერში, ამ წუთებში აღსრულების ეროვნული ბიურო საპოლიციო ძალების დახმარებით ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ცდილობს. ბიუროს წარმომადგენლებმა კარი დაამტვრიეს და ბინაში შევიდნენ. სახლში აქტივისტებს, მოქალაქეებსა და უწყების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა. ბინაში მანამდე ჩაჭრეს ელექტროენერგია, გაიტანეს ავეჯი, სადარბაზოს შესასვლელი კარი, რომელიც შედუღებული იყო, სპეციალური საშუალებებით “გაჭრეს”. ბარიკადების საშუალებით აქტივისტები და მოქალაქეები ცდილობდნენ შეეკავებინათ აღსრულების ეროვნული […]
უკრაინაში დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა| დაშავდა 30-მდე

უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, უკრაინაში დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მასიური სარაკეტო იერიში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე დღეს დილით მიიტანა. დაღუპულები არიან როგორც დედაქალაქში, ისე დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში. კლიმენკოს ინფორმაციითვე, ამ დროისათვის ცნობილია 30-მდე დაშავებულის შესახებ.
“მოვიდნენ პრეზიდენტი და ომბუდსმენი” – ოჯახი, რომელსაც კეკელიძის ქუჩაზე ასახლებენ

“ეს არის ქოც-ნაცური კოალიციის დასასრულის დღე, მე არ მაინტერესებს, როგორ დამთავრდება ჩემი ამბავი. ბიძინა მესამედ მოსულის დასასრული დგება დღეს. ეს იცოდეთ, ხალხო”, – ამბობს ფეისბუკის პირად გვერდზე მარინა ხატიაშვილი, რომლის ოჯახსაც კეკელიძის ქუჩაზე, უკანასკნელი საცხოვრისიდან ასახლებენ. ამ წუთებში [1:03] ოჯახის მხარდამჭერები ხატიაშვილის სახლში სიმღერით ელიან პოლიციის შეჭრას ოჯახში. მარინა ხატიაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და […]
“როდესაც მსაჯი შენ მხარესაა, ეს შესაძლებელია!” – სიმეონეს მეუღლემ ფინალის შემდეგ ლაუტარო მარტინესს უპასუხა

“ნაპოლის” ფორვარდის, ჯოვანი სიმეონეს მეუღლე ჯულია ჩოპინიმ “ინტერის” ფორვარდ ლაუტარო მარტინესს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა. როგორც იცით, “ნერაძურიმ” “პარტენოპეის” იტალიის სუპერთასის ფინალში სწორედ არგენტინელის მიერ ზუსტად შესრულებული ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია. ფინალამდე მილანელებს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდზე დასვენებისთვის ერთით ნაკლები დღე ჰქონდა, რაზეც შეხვედრის შემდეგ ლაუტარომ ყურადღება გაამახვილა: “ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას გვესმოდა, რომ დღევანდელი დღე […]