გიორგი ვაშაძე – თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, მე ვარ – ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ერთ ხმასაც ვერ გააყალბებენ, შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას და ეს იქნება ცესკოსთვის ტესტი, მოაწერენ ხელს თუ არა

თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, მე ვარ – ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ, შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას და ეს იქნება ცესკოსთვის ტესტი, მოაწერენ ხელს თუ არა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ხელმძღვანელისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე იმყოფება. მისივე თქმით, ცესკო არალეგიტიმურია, რადგან მას […]
თინა ბოკუჩავა – აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს – ამისთვის პარტიათა გამსხვილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს – ამისთვის პარტიათა გამსხვილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, – ასეთია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას პოზიცია. როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც ერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს, რაც იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ყველა პოლიტიკურ და პერსონალურ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს. მისივე თქმით, მთავარი […]
კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს. პოლიცია საცხოვრებელ ბინაში წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად შევიდა. მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას უწევდა და კეკელიძის N1-ში მცხოვრებლების გამოსახლების საშუალებას არ აძლევდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილ ავტომობილს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შუშები ჩაუმსხვრია. ადგილზე მისულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ამ […]
ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე. ერთმანეთს „მაზდას“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლეტი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლეტის მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბეჭის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა და ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას საკუთარი ჯარის წინააღმდეგ, დიახ, ამ ადამიანებმა ქართული ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში – თამთა მეგრელიშვილი

2008 წელს ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ეწერა ფრაზა, რომ “სააკაშვილმა და … საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი”, ამ ფრაზას მაშინ არ შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის ირგვლივ კითხვები სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ რჩება, შესაბამისად, სათანადო გამოძიების საჭიროება დადგა, რომლის […]
ნათელი უნდა მოეფინოს 2008 წლის ომის მოღალატეობრივ დეტალებს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს, რათა დადგინდეს სიმართლე და დადგეს სამართალი – ზურაბ ქადაგიძე

რატომ მიიღო მოღალატეობრივი რეზოლუცია #1633 ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, შემდეგ დამალა და საერთაშორისო გამოძიებას ხელი შეუშალა საქმის წარმოებისთვის?! რომ არა “ქართული ოცნება”, დღემდე ბუნდოვანებით იქნებოდა მოცული 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი და საქართველოს, როგორც ომის დამნაშავის რეპუტაცია საერთაშორისოდ დეკლარირებული, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება “ხალხის ძალის” განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის […]
ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში IDF-ის 24 სამხედრო დაიღუპა

ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ IDF-ი ავრცელებს. ეს 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის ერთ დღეში ყველაზე დიდი მსხვერპლია. IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, 21 ჯარისკაცი ქალაქ ღაზაში აფეთქების შედეგად დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ჰამასის ტერორისტებმა ტანკის მიმართულებით რეაქტიულუ ყუმბარები ისროლეს, ამავდროულად ორი შენობა ააფეთქეს, რამაც […]
,, ევროპა, ევროპაო და ევროპაში ადამიანს შუქსაც კი არ უთიშავენ გადაუხდელობის გამო, რა გამოსახლება, რის გამოსახლება!” – ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე: ,,ჯერ ბანკი რომ კერძო იპოტეკართან ანუ მევახშესთან გადაგამისამართებს უკვე გაწირული ჰყავხარ და ვფიქრობ დანაშაულია ,მერე მევახშე რომ გამოსახლებას მოიგებს ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა, მართლა როდემდე უნდა იპარპაშონ ამ მევახშეებმა! ევროპა, ევროპაო და ევროპაში ადამიანს შუქსაც კი არ უთიშავენ გადაუხდელობის გამო, რა გამოსახლება, რის გამოსახლება! იმის მაგივრად რიმ აიკრძალოს ქვეყანაში მევახშეობა წახალისება მიდის […]
,, თურმე არ ვცხოვრობ ბაზალეთში” – რას წერს შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,ესე იგი ოლიგარქიული რეჟიმის ავადმყოფობა იქამდე მივიდა,რომ მერიას ამოვუღივარ მაღალმთიანი ზონის სტატუსიდან და შესაბამისად გაუუქმებიათ გაზზე შეღავათი რადგან, თურმე არ ვცხოვრობ ბაზალეთში.არადა მთელმა მსოფლიომ იცის,რომ უამრავი გულისამრევი, ბოროტი ჭორის მიუხედავად სწორედ ამ სოფელშია ჩემი ერთადერთი სახლი დედამიწაზე და რეალურადაც იქ ვცხოვრობ, რასაც როცა სჭირდებათ აქტიურად აპიარებენ და ათას სიბინძურეს თხზავენ […]
,, ძალიან ცუდი ხელისუფლება გვყავს ჩვენ!!” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კეკელიძის ქუჩაზე მომდინარე გამოსახლებას ასე ეხმაურება: ,,რა დაუნდობლობა ხდება ახლა კეკელიძის ქუჩაზე😡ყინვაში, შუა ზამთარში რომ ადამიანებს პოლიციის ძალით გამოყრი სახლიდან ქუჩაში, არის სადიზმი😡 ძალიან ცუდი ხელისუფლება გვყავს ჩვენ!! მახსოვს, ადრე,სანამ ოპოზიციაში იყვნენ, ადამიანია ჩვენი მთავარი საზრუნავიო , გაიძახოდნენ! ახლა აღარ ახსოვთ ადამიანი😡”