“სახელმწიფოს მიერ პიროვნების ღირსების ხელყოფა” – აკადემიური სფეროს წევრები მინდიაშვილის შესახებ პაპუაშვილის განცხადებებზე

თეოლოგები, რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიის კვლევების აკადემიური სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის მოუწოდებენ, დაიცვან კონსტიტუციით გარანტირებული სეკულარიზმის პრინციპი. ასე ეხმაურებიან ისინი პაპუაშვილის განცხადებებს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ. “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრივ პირადი თავდასხმა ცენტრის ხელმძღვანელზე რთულად შეიძლება შეფასდეს სხვა რამედ, თუ არა სახელმწიფოს მიერ პიროვნების ღირსების ხელყოფად და მის მონიშვნად პოლიტიკური დევნისა […]
“2023 წელს ენგურზე 700-ზე მეტი კანონდარღვევი დავაკავეთ”- სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური 2023 წელს ენგურზე გამშვები პუნქტის კვეთის სტატისტიკას აქვეყნებს. სოხუმის ოფიციალური ცნობით, ენგურზე 2023 წელს 700-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს, რაც რამდენჯერმე ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე, როდესაც აფხაზური მხარის ცნობით, 1200 -ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს. ეს მონაცემი ასევე, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები იყო 2021 წელთან შედარებით. ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით […]
აშშ-მ სომალის სანაპიროსთან გარდაცვლილი ორი სპეცრაზმელის ვინაობა გამოავლინა

11 იანვარს არაბეთის ზღვაში, სომალის სანაპიროს მიმდებარედ, აშშ-ს საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ტაქტიკური ქვედანაყოფი (ე.წ. “ზღვის ლომები”) უდროშო ხომალდზე გადასხდომას ცდილობდნენ, რომელსაც, ამერიკული მხარის მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტები ირანიდან იემენში მიჰქონდა. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ბორტზე ასვლის დროს სპეცრაზმელი ნეითან გეიჯ ინგრამი კიბიდან დაცურდა და ზღვაში ჩავარდა. მის გადასარჩენად კრისტოფერ ჩეიმბერსი მაშინვე ზღვაში გადახტა. ეს მრავალწლიანი […]
ზურაბიშვილი: მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და მევახშეების წახალისება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა. “მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება!”. – წერს ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა პირად ფეისბუქ გვერდზე სხვა პოსტიც გაავრცელა, სადაც დაგმო კეკელიძის N1-ში მიმდინარე პროცესი და თქვა, რომ ზამთარში ადამიანების გამოსახლება ევროპის ქვეყნებში აკრძალულია. კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება […]
ევროპას გაზის ფასის ზრდა არ უგრძნია – Bloomberg

ევროპულ ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთში სატრანსპორტო პრობლემების ფონზე, გაზი ფასის ზრდა არ უგრძნიათ. Bloomberg წერს, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა სწორი ნაბიჯი იყო და გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ წითელ ზღვაზე შექმნილმა პრობლემებმა გადამზიდველები აიძულა, უფრო გრძელი მარშრუტებით ესარგებლათ, ამან ევროპელებისთვის კატარის გაზის ფასი არ გაზარდა და ელექტროენერგიის ღირებულება კრიზისის შემდეგ […]
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა. ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
უკრაინა აცხადებს, რომ 41 რუსული რაკეტიდან 21 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენეს 41 ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და მართვადი საზენიტო რაკეტა. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 41-დან 21 რაკეტა გაანადგურეს. რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა […]
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში, ბინაში შევიდა და ნივთების გამოტანა დაიწყო

აღსრულების პოლიცია, რომელიც დილიდან თბილისში, კეკელიძის N1-შია, ბინაში შევიდა და ნივთების გამოტანა დაიწყო. პოლიციამ ბინაში შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა, დაეტოვებინათ სივრცე, შემდეგ კი მათი გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყო. როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო […]
რაზე ფიქრობს უფრო მეტს კვარაცხელია? – ეს იქნებ ახლის დასაწყისი იყოს…

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიის სუპერთასს ვერ შეწვდა, “ინტერთან” დრამატულად (0:1) დამარცხდა. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე მსჯელობა ერთმანეთს ზედმეტად დაემსგავსა, პრობლემები მუდამ ანალოგიურად გამოიყურებოდა, ახლა კი განსხვავებული შეხვედრა ვნახეთ. პირველ რიგში, ვალტერ მაცარის ბიჭებს ეტყობოდათ, რომ ჩემპიონები თამაშობდნენ, რასაც მთელი სეზონია, ვერ ვგრძნობთ. გუნდი შემართული იყო და ობიექტურად მასზე სოლიდური შემადგენლობით დაკომპლექტებულ (თანაც, ოსიმენისა და ანგისას […]
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქი ხან იუნისი ალყაში მოაქცია

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქი ხან იუნისი ალყაში მოაქცია. ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისის ალყაში მოქცევის პროცესს ისრაელის თავდაცვის ძალების 98-ე დივიზია მეთაურობდა. ასევე, ხან იუნისის სიღრმეში, რომელიც „ჰამასის“ ერთ-ერთ მთავარ გამაგრებად ითვლება, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაციები ჩაატარა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ძალებსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ბრძოლა […]