“მუშაობა აღარ შემიძლია, “ლივერპულს” სეზონის ბოლოს დავტოვებ” – იურგენ კლოპი
რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში “ლივერპულმა” იურგენ კლოპის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “სქაუზერებს” დატოვებს. “ვიცი, რომ რასაც ახლა ვიტყვი, უამრავ ადამიანს შოკში ჩააგდებს, თუმცა “ლივერპულს” ვტოვებ, სეზონის ბოლოს მივდივარ. ენერგიისგან დავიცალე, ახლა პრობლემა არ მაქვს, აბსოლუტურად კარგად ვარ. მაგრამ ვიცი, რომ მუშაობა აღარ შემიძლია. ამის შესახებ კლუბს ნოემბრის თვეში ვაცნობე”, […]
არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულ ქალს და კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. უწყების ცნობითვე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ ადამიანს, ერთი ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული […]
როდესაც ხარ პოლიტიკაში, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელი, შენი ვალდებულებაა მსგავს ფორმატებში მიიღო მონაწილეობა – რატი იონათამიშვილი სამუშაო ჯგუფების შესახებ
9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება. შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შეხვედრას დაესწრება. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” პასუხი ბუნდოვანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ადრე ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, ახლა მათ აქვთ კიდევ […]
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის […]
არ გვაქვს ინფორმაცია საქართველოს იურისტთა ასოციაცია იქნება თუ არა მიწვეული, თუ ასეთი შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად მივალთ – საია სამუშაო ჯგუფებში ჩართვასთან დაკავშირებით
9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება. შეხვედრაზე დასწრებას ითხოვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. “ინფორმაცია მივიღეთ პარლამენტისგან, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმება. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, არ გვაქვს ინფორმაცია, საქართველოს იურისტთა ასოციაცია იქნება თუ არა მიწვეული. თუ ასეთი შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად მივალთ. ჩვენ ყოველდღე […]
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული 2 პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება – მონაწილეები თსუ-ს რექტორის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული 2 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ და გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს. შეკრებილები უნივერსიტეტის რექტორს ულტიმატუმსაც უყენებენ, დააფიქსიროს პოზიცია დაკავებული ლექტორების საქმეზე. სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტის შენობაში შევიდა და კანცელარია დაიკავა. “მაისის სტუდენტური მოძრაობის” აქტივისტები ძირს სხედან და აცხადებენ, რომ ტერიტორიას არ […]
საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება – კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია – All Star-ი გაიმართება. All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს. ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ […]
“ლელოს” პოზიცია იყო და რჩება იგივე, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გაატარებს ამ 9 რეფორმას – ანა ნაცვლიშვილი სამუშაო ჯგუფებზე
ვინ დაესწრება და ვინ არა ევროკავშირის ცხრა დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას, რომელიც უმრავლესობის ინიციატივით, ორშაბათს უნდა გაიმართოს. “ქართული ოცნება” ოპონენტებს და არასამთავრობო სექტორს გეგმის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯების განსახილველად ეპატიჟება. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და შეხვედრაზე მისვლას აპირებს, ბუნდოვანია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” პოზიცია. “ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩვენ ვნახეთ წინა 12 პუნქტის […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ვსწავლობთ 164 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევას, რომელშიც სულ მცირე მაღალი რანგის თანამდებობის 169 პირი ფიგურირებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებს სწავლობს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განახლებად კატალოგში, ამ დროისთვის, შესულია 164 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევა, რომელშიც სულ მცირე, მაღალი რანგის თანამდებობის 169 პირი ფიგურირებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მაღალი თანამდებობის პირთა შორის არის: 13 მოსამართლე, პარლამენტის 30 წევრი, მთავრობის წევრი და/ან მისი მოადგილე, […]
ანდრეი იუსოვი – ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა. „ზუსტ ციფრს არ დავასახელებ და სანამ გაცვლა არ მოხდება, მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის ისტორიაში. ფაქტობრივად, ეს უნდა […]