ირაკლი ქადაგიშვილი – როცა საქართველოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებს, ჩვენი ქვეყანა უპირობო ლიდერია, მაგრამ როგორც კი შეფასებაში ქართული „ენჯეო“ ერთვება, საქართველო მაშინვე ბულინგის ობიექტი ხდება
როდესაც საქართველოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებს, საქართველო უპირობო ლიდერია, მაგრამ როგორც კი შეფასებაში ქართული „ენჯეო“ ერთვება, საქართველო მაშინვე ბულინგის ობიექტი ხდება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“, რომლის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა – მეორე, ხოლო საქართველო მესამე ადგილზეა. როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, მსოფლიოში ყველა კომპეტენტური მკვლევარი საქართველოს ლიდერ […]
ბექა ოდიშარია – პირობას გაძლევთ, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა ლიდერები, არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება
პირობას გაძლევთ, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა ლიდერები, რომელთაც შეხება აქვთ დიასპორასთან, არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ქართული დიასპორის ხელმძღვანელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა. მისივე თქმით, საქართველოს […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი – მინისტრთან კომპენსაციაზე საუბარს არ ვაპირებთ – მას იმ შემთხვევაში შევხვდებით, თუ კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას გააუქმებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის განცხადებით, მედიკოსთა ნაწილი ჯანდაცვის მინისტრთან კომპენსაციაზე საუბარს არ აპირებს და ზურაბ აზარაშვილს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას გააუქმებს. აღნიშნულით ის „ინტერპრესნიუსთან“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. „მინისტრთან ჩვენ კომპენსაციაზე საუბარს […]
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. უწყების ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი სამინისტროსთან აქციას მართავს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი სამინისტროსთან აქციას მართავს. სამედიცინო პერსონალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც ისინი განმარტავენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში, „ყველა იურიდიული ნორმის გვერდის ავლით, ხორციელდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი“. ამასთან, მედიკოსთა ნაწილი უარს […]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. გორის მერიის ინფორმაციით, სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს. „ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. ამ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივებთან შეხვედრებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გარდა […]
ბათუმის წყალი წყლისა და წყალარინების ტარიფების ცვლილებაზე ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის წყალი წყლისა და წყალარინების ტარიფების ცვლილებაზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტარიფის ცვლილება ძირითადად არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე ვრცელდება. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე. ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებულ ტარიფზე, რის შედეგადაც წყლის ახალი ტარიფი უმნიშვნელოდ […]
საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება – კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
„საქართველოს ბანკის“ კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია – All Star-ი გაიმართება. „საქართველოს ბაკის“ ცნობით, All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. „მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს. ხმის […]
ბექა ოდიშარია – ზურაბიშვილის სასახლეში დაბრძანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას დედას და მამას აგინებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – მერე დასჭირდათ და აღმოჩნდა გასაღები
ზურაბიშვილის სასახლეში დაბრძანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას დედას და მამას აგინებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – მერე დასჭირდათ და აღმოჩნდა გასაღები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, განვლილი ორი წელი გვაჩვენებს, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების რიგებში ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამას გვაჩვენებს განვლილი ორი […]
ოთარ შამუგია ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორ სანდრა გალინას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორ, სანდრა გალინას შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის. ევროკომისიის 2023 წლის 11 ნოემბრის გაფართოების […]