ქვეყანაში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო – საგამოცდო ცენტრები 8 მუნიციპალიტეტშია გახსნილი

ქვეყანაში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო. ამჯერად გამოცდები ქართულთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ტარდება ეთნიკური უმცირესობებისთვის. საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 8 მუნიციპალიტეტშია გახსნილი. გამოცდის ჩაბარების სურვილი კი 1600-ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა. საგამოცდო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან. გამოცდების მიმდინარეობას ბოლნისსა და მარნეულში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. “ამ ეტაპზე 8 […]

დიდი მოლოდინებით აღსავსე არ ვარ, თუმცა მაინც ყურადღებით დავაკვირდები რა შეიძლება შეცვალოს ერთი ირაკლის მეორეთი ცვლილებამ – იაგო ხვიჩია

მმართველ გუნდში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს მათი ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მომავალი პრემიერის ირაკლი კობახიძის თანამდებობების გაცვლით, ქვეყანში არსებული რეალობა არ შეიცვლება. “რა უნდა შეიცვალოს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ორივე მათგანი, ორივე ირაკლი „ქართული ოცნების“ საკმაოდ მაღალ თანამდებობის და გავლენიან პირებს წარმოადგენენ დიდი ხნის განმავლობაში და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ […]

ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო წარმატებული, ეს ეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თემებს – გიორგი ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდიან პრემიერ-მიისტრობის პერიოდში ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის და მიესალმებიან მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას. რაც შეეხება პრემიერობის ახალ კანდიდატს, მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი კობახიძე ქვეყნის პირველ პირობას თავს ღირსეულად გაართმევს და ახლად დაკომპლექტებული მთავრობა ერთად განაგრძობს სახელმწიფოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას. “ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო წარმატებული, ეს ეხება […]

საქართველო, როგორც “შუა დერეფნის” საკვანძო მონაწილე – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბრიუსელში მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო, როგორც “შუა დერეფნის” საკვანძო მონაწილე – ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბრიუსელში მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გურამ გურამიშვილმა თავის გამოსვლაში ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს როლზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

ომი ახლო აღმოსავლეთში ომი – ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქ ხან-იუნისში “ჰამასის” 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქ ხან-იუნისში “ჰამასის” 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული. მათ შორის, განეიტრალებულია დაჯგუფების ბევრი მეთაური, ნაწილი გაიქცა, ნაწილიც ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა. ღაზაში გაერო-ს დახმარების სააგენტოს თქმით, კვლავ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. შეგახსენებთ სააგენტოს ქვეყნებმა დახმარება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ის ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმაში ჩართულობისთვის დაადანაშაულა. კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, […]

იენს სტოლტენბერგმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებისთვის იარაღის წარმოების გაზრდაზე ისაუბრეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში შეხვდა, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოსტინმა და სტოლტენბერგმა უკრაინის საჭიროებისთვის თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობაზე ისაუბრეს. „თითოეულმა აღნიშნა თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკული აუცილებლობა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების, ალიანსის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის შევსების და ვილნიუსის სამიტზე მიღებული თავდაცვის […]

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალი ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან. ცნობები, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი დაითხოვა, 29 იანვარს გავრცელდა ტელეგრამ-არხებით და ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალებით. იგივეს აცხადებდა უკრაინის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატიც. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ზალუჟნი „გამოიძახეს და სხვა თანამდებობა შესთავაზეს, შესაძლოა, სადმე ელჩადაც“, […]

ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს. მისი განმარტებით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, თანხების უმეტესი ნაწილი – 87 მილიონი ევრო – უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. 25 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის საერთაშორისო ფონდს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო და რომელიც აფინანსებს სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შეძენას […]

იენს სტოლტენბერგი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ

რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს.ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას და ეს ეხება აშშ-ის უსაფრთხოებას. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეერთებული შტატები დაეხმარა უკრაინას რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების ძირითადი ნაწილის განადგურებაში.მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან უკრაინის მხარდაჭერის […]

მედია – ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ვებგვერზე გამოქვეყნდა. „ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ პრინციპში წინადადებაზე, გაყინულ აქტივებთან დაკავშირებული მოგება უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გამოიყენონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ საუბარია შეთანხმების პირველ ნაბიჯზე. კერძოდ, მისი თქმით, […]