„ჰამასი“ – არ მივიღებთ არანაირ შეთანხმებას, რომელიც ომის დასრულებას არ ითვალისწინებს – ღაზაში სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა გვსურს

“ჰამასი“ აცხადებს, რომ არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ რაიმე შეთანხმება მოხდება, ისრაელმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და ღაზა დატოვოს. ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში “სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა” სურთ. „ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის სრულ […]

,, ჩვენი ქიზიყელი ფალავანი აქაც ჯიგრულად წარმოგვაჩენს!” – ხათუნა ხოფერია

,, ჩვენი ქიზიყელი ფალავანი აქაც ჯიგრულად წარმოგვაჩენს!” – ხათუნა ხოფერია პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია: ,,დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სამთავრობო სავარძელი და ზოგადად, თანამდებობა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ფაქტიც სახეზეა- მან თავად დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი ყოველგვარი ტრაგიზმისა და ქვეტექსტების გარეშე მაშინ, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა. არც ირაკლი ღარიბაშვილისთვის არის პანაცეა პრემიერმინისტრობა. მან კარგად იცის, რომ […]

L’Équipe: კიტეიშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი ეპატიჟება

“ეკიპის” ცნობით, “მეცი” “შტურმის” 27 წლის ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის ხელში ჩაგდებას ცდილობს. გამოცემა იტყობინება, რომ “მეცი” პლეიმეიკერს ეძებს, “უოტფორდიდან” იმრან ლუზას გადაბირება ვერ შეძლო (იჯარით ლორიენში გადავიდა) და კიტეიშვილის სამსახურით დაინტერესდა, რომელიც პერსპექტიული კანდიდატია, რადგან მალე თავისუფალი აგენტი გახდება. კიტეიშვილმა ამ სეზონში 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და შეიძლება გიორგი […]

ზურიკოს გოლით – კაცნაკლულმა “ბორდომ” ერთ-ერთ ლიდერს სძლია [VIDEO]

ლიგა 2-ის 22-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „ანჟე“ 1:0 დაამარცხა, რომელიც “ოსერთან” ერთად ლიდერია. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკი დავითაშვილი მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ისევ სასტარტოში დააყენა, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აქტიურობდა და დაცვასაც ეხმარებოდა. მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, თამაში კი თანაბარი იყო, შეიძლება ითქვას, მცირედ უპირატესობას ბორდოელები ფლობდნენ. შეხვედრაში პირველი ყველაზე სახიფათო […]

როგორი შეფასება მიიღო დავითაშვილმა “ანჟესთან” მატჩში

ლიგა 2-ის 22-ე ტურში „ბორდოს“ „ანჟესთან“ გამარჯვება (1:0) ზურიკო დავითაშვილმა მოუპოვა, რომელიც თანაგუნდელ ვეტერან შვედ მეკარე კარლ-იოჰან იონსონთან ერთად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველის თამაში flashscore-მა 7.4 ქულით, sofascore-მა კი 7.1-ით შეაფასა. „ბორდო“ გასავარდნ ზონას 8 ქულით დასცილდა და 3 თებერვალს სტუმრად „ტრუას“ შეხვდება.

ზურიკოს გოლით – კაცნაკლულმა “ბორდომ” ერთ-ერთ ლიდერს სძლია [VIDEO]

ლიგა 2-ის 22-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „ანჟე“ 1:0 დაამარცხა, რომელიც “ოსერთან” ერთად ლიდერია. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკი დავითაშვილი მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ისევ სასტარტოში დააყენა, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აქტიურობდა და დაცვასაც ეხმარებოდა. მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, თამაში კი თანაბარი იყო, შეიძლება ითქვას, მცირედ უპირატესობას ბორდოელები ფლობდნენ. შეხვედრაში პირველი ყველაზე სახიფათო […]

ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის ბრალდებით, გაერომ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა

გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის ბრალდებით, გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტომ, რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა. ისრაელი მიესალმა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, სააგენტოს დაფინანსება შეუწყვიტოს.

ვინ იქნება აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი?

არჩევნების საერთაშორისო რუკაზე, წლის მნიშვნელოვანი პირველი არჩევანი ტაივანმა უკვე მონიშნა. მარტში, მარტივად პროგნოზირებადი შედეგით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ვიხილავთ. წლის ბოლოს კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება – როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო მარათონი, შეერთებულ შტატებში?

ლანდერჰოლმი: ტრაგიკულია ის, რომ რუსეთს არ სურს ჰყავდეს მდიდარი და სტაბილური მეზობლები

შვედეთმა ნატოში გაწევრიანება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, თურქეთი პარლამენტი შვედეთის ნატოში წევრობას დათანხმდა. რას ნიშნავს ეს ნაბიჯი ევროპის სტაბილობისთვის? ასევე, როგორ ხედავს შვედი მაღალჩინოსანი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინაში ქვეყნის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. რამდენიმე დღეში ევროკავშირის სამიტი ჩატარდება, რომელიც ბუდაპეშტის მიერ დაბლოკილი, უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტზე იმსჯელებს. სიიარტო ქალაქ უჟჰოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასა და უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსს ანდრი ერმაკს შეხვდა. უნგრეთი უკვე რამდენიმე კვირაა ეწინააღმდეგება 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების უკრაინისთვის გადაცემას. […]