პროკურატურა გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებზე – გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ

კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულებს პატიმრობა შეეცვლებათ, არ გამოკვეთილა. „ამ ეტაპზე არც ერთი გარემოება […]
გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე – ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტისგან სამუშაო შეხვედრებში ჩართვას ითხოვს. ვოლსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმაში, რომელიც ჩართულია სამუშაო ფორმატში, დაახლოებით 200 ორგანიზაციაა და პლატფორმიდან გასული ორგანიზაციები […]
თანამედროვე კონცეფცია სერვისში და ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილისათვის გაწეული მომსახურება – „თეგეტა მოტორსის“ 2023 წლის შედეგები

ახალი მიდგომები ბიზნესში, პროცესების განსხვავებული მართვა, დისტანციური გაყიდვები, მეტი დიგიტალიზაცია – საავტომობილო ინდუსტრიაში გაჩენილმა ახალმა მოთხოვნებმა მომხმარებლის ქცევა შეცვალა და მომსახურების ბიზნესში უფრო მოქნილი საპასუხო ქმედებები მოითხოვა. „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების დირექტორი ამბობს, რომ, თუ წინა წლებში კომპანია ახალი მიდგომების დანერგვაზე იყო კონცენტრირებული, 2023-მა წელმა ამ სტრატეგიის ეფექტიანობა დაადასტურა […]
დმიტრო კულება – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან მაქსიმუმი მივიღეთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრიდან მაქსიმუმი მივიღეთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „ბოლოს პიტერს 2022 წელს შევხვდი. ამიტომ, ეს შეხვედრა ძალიან დროული და, რა თქმა უნდა, სასარგებლო იყო. მჯერა, რომ შეხვედრიდან ის მაქსიმუმი მივიღეთ, რაც შეგვეძლო. პირველ რიგში, პიტერს ცუდი არაფერი უთქვამს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. კულებამ აღნიშნა, […]
„ჰამასი“ – ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მივიღეთ და შევისწავლით

დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, მათ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღეს, რომელსაც შეისწავლიან. ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ პრიორიტეტია შეაჩეროს ისრაელის სამხედრო შეტევა და უზრუნველყოს ისრაელის ჯარების სრული გაყვანა ღაზის სექტორიდან. მანამდე, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ პარიზში აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი […]
მმართველი გუნდის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი გააუქმეს და იქ შესვლა შეეზღუდა

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის საშვი გააუქმეს, მმართველი გუნდი ეხმაურება და მას ტყუილს უწოდებს. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განმარტა, როგორც პრეზიდენტის, ასევე, მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლებს, უფრო მარტივი წესით, პირადობის მოწმობით, ასევე, ავტომობილითაც შეუძლიათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. “გიორგი მსხილაძესაც და მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლებსაც არა თუ აეკრძალათ, მათ პირადობის მოწმობით შეუძლიათ […]
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა – უწყება მწუხარებას გამოთქვამს და უთანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს

დაცვის პოლიციის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს. “დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი […]
პაატა დავითაია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული განათლების სისტემას დაქვემდებარებული სკოლები არის ღია ნაბიჯი ოკუპაციიდან ანექსიისკენ და საფრთხეს უქმნის აფხაზების თვითმყოფადობას

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკვე ოფიციალურად დაიწყო დოკუმენტაციების მომზადება რუსულ საგანმანათლებლო სისტემას დაქვემდებარებული სკოლების ფუნქციონირებისთვის, რაც არის ანექსიის კიდევ ერთი ნიშანი და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის თვითმყოფადობას. პაატა დავითაია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, […]
ირაკლი ნადირაძე – პრემიერები, მინისტრები საკუთარ ცოლებს რომ ტყეებს ჩუქნიან, ამაზე რეაგირების ნაცვლად, პირიქით, ხელს უწყობენ ელიტურ კორუფციას, რადგან ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო

პრემიერები, მინისტრები საკუთარ ცოლებს რომ ტყეებს ჩუქნიან, ამაზე რეაგირების ნაცვლად, პირიქით, ხელს უწყობენ ელიტურ კორუფციას, რადგან ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო, – ამის შესახებ თბილისი საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ კორუფციის აღქმის ინდექსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები მსგავსი ფაქტების გამოძიებით დაკავებულები იყვნენ, ისინი პირიქით, ხელს […]
გიორგი ვაშაძე – აშშ-ში შეხვედრები მაქვს „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონის“ წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქსელთან, რათა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გავზარდოთ

რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად, ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, ქართველებთან ერთად ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს ვაკეთებთ, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის ცნობით, ოპოზიციონერი ლიდერი აშშ-ში „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონისა“ და ჰარვარდის ბიზნეს ქსელის წრეებთან შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანსაც საქართველოში ამერიკული […]