თბილისის მერიაში განმარტავენ, რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა

თბილისის მერიაში განმარტავენ, რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემოღება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. „ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას გზაჯვარედინებზე; ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც ქალაქში არსებული ერთიანი ინფორმაციის მეშვეობით, დაადგენს პრიორიტეტულ მწვანე დერეფნებს და შეამცირებს დაყოვნების დროებს; […]

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შემდგომ, მარშალ გელოვანისა და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება – თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებითაც

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, სადაც კომპანია „რამბოლის“ მიერ შემოთავაზებული პროექტები განმარტეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობაც. „როგორც იცით, ““რამბოლის“ დოკუმენტში მითითებულია, […]

იენს სტოლტენბერგმა ამერიკელ კონგრესმენებთან უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა, – ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. „გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების […]

იახტების იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 267%-ით გაიზარდა

საქართველოში იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 267.7%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით, იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი 3.67-ჯერაა გაზრდილი. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 3 584 420 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისთვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს […]

“წყალი გრაფიკის გარეშე მოდის” – როგორია ყაზბეგის ტურისტული სეზონი?

ყაზბეგი გაზაფხული-ზაფხულის კურორტია, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ კლიმატური პირობების, თოვლის გათვალისწინებით, ტურისტების მხრიდან ყაზბეგში დასვენებასთან დაკავშირებით ინტერესი ზამთარშიც ფიქსირდება, აქ კი მთავარი ისაა, თუ როგორ პასუხობს სასტუმრო ბიზნესი ამ ინტერესს. ტურისტული ობიექტის – „ყაზბეგი გლემფინგი“ დამფუძნებელი გიორგი ფეხმაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ ჯავშნები თებერვალი-მარტის პერიოდზე ნაწილდება და ადრე თუ დამსვენებელი წინასწარ ჯავშნებს დიდი ხნით ადრე აკეთებდა, […]

The Economist – ვალერი ზალუჟნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის განუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, – ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გენერალს შესთავაზეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი, თუმცა მან უარი განაცხადა. The Economist-ი წერს, რომ მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილება. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანსა და ავჭალაში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, კახეთის, ქართლის, […]

ბაიდენი ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა დიდი ომი არ სურს

შეერთებული შტატები იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს, მაგრამ მასშტაბური ომი არ სურს. 30 იანვარს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხებენ თავდასხმას. ბაიდენს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი ომი. შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა თავდასხმაზე პასუხისმგებლად ირანს, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ირანს პასუხისმგებლობას […]

BUS LANE-ში ავტომობილები ტაქსის ტრაფარეტით დადიან, რომლებიც ტაქსებად არ მუშაობენ – ურბანული ლაბორატორია

გარკვეული პერიოდის შემდეგ საავტობუსე ზოლებში ტაქსების გადაადგილების დაშვების გადაწყვეტილება გასაუქმებელი იქნება – ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს. როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე A კატეგორიის 3000 თეთრ ტაქსს აქვს უფლება ავტობუსის ზოლში გაადგილდეს, თუმცა მას შემდეგ რაც ეს რაოდენობა ტაქსების ავტოპარკის განახლებასთან ერთად გაიზრდება, ეს ავტობუსის ზოლების ეფექტიანობას შეამცირებს, […]

პოლონეთში სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს – მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პოლონეთში სახლების ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც 44, 29 და 28 წლის მამაკაცები არიან, პოლონეთში ერთი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ სახლებს და მათ მიერ მიყენებული ზარალი მილიონ ზლოტს აჭარბებს. დაკავებულებს ბრალი 48 საქმეზე აქვთ წაყენებული. პოლონური მედია იუწყება, რომ პოლიცია აღნიშნული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის დაკავებას ერთი […]