The Economist – ვალერი ზალუჟნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის განუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, – ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, გენერალს შესთავაზეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი, თუმცა მან უარი განაცხადა. The Economist-ი წერს, რომ მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სირსკი არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია, მაგრამ საომარი მოქმედებების მიმართ მისმა მკაცრმა მიდგომამ არმიის რიგებში არაპოპულარული გახადა.
The Economist-ი წერს, რომ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის გადაყენება ღრმა საკამათო იქნება და ასევე გადამწყვეტი მომენტი იქნება რუსეთთან უკრაინის კონფლიქტში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ ზალუჟნის შეცვლა სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე არ არის. „უბრალოდ, შესაძლოა, მისი შემცვლელი ჯერ არ გამოჩენილა“, – წერს The Economist-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს