უილიამ ბერნსი – უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ-სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება

წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია – ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი გამოცემა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. მისი თქმით, იარაღის მიწოდების შენარჩუნება უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება. „ის […]
პენტაგონი – უკრაინა ამერიკულ GLSDB ბომბებს მიიღებს

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკულ GLSDB ბომბებს შეთანხმებების შესაბამისად, მაგრამ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებენ. „როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით.თუმცა, ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ”, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. მანამდე, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, […]
ამერიკულმა გამანადგურებელმა ჰუსიტების რაკეტა მოიგერია

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის გამანადგურებელმა „ჰუსიტების“ მიერ წითელი ზღვისკენ გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა მოიგერია. მათივე ცნობით, USS Gravely-მა, Arleigh Burke-ის კლასისმართვადი რაკეტების გამანადგურებელმა, იემენიდან გაშვებული რაკეტა გაანადგურეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდსხმის მცდელობის შედეგად არავინ დაშავებულა და დაზიანება არ დაფიქსირებულა.
უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა “ნაპოლი” და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი – ჟურნალისტი განმარტავს

ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ყოველთვის ფართოდ აშუქებდა – “ლოკომოტივში”, “რუბინში”, საქართველოს ნაკრების მატჩზე თბილისში იმყოფებოდა და იური სიომინთან ერთად ქართველი იტალიაშიც მოინახულა. მან “ნაპოლისა” და მისი ერთ-ერთი ლიდერის შესახებ “იუთუბის” არხზე ინტერვიუში ისაუბრა: “ხვიჩასადმი იყო და რჩება ფენომენალური სიყვარული. მისი და მთელი “ნაპოლის” პრობლემა მიმდინარე სეზონია. როგორც გუნდი ჩვენს თვალწინ ინგრევა. კონფლიქტებიც და […]
ერაყში ქათა’იბ ჰეზბოლა აცხადებს, რომ რეგიონში აშშ-ს სამხედროებზე თავდასხმებს წყვეტს

ერაყში მყოფმა ირანის მარიონეტულმა დაჯგუფებამ ქათა’იბ ჰეზბოლამ 30 იანვარს განაცხადა, რომ რეგიონში აშშ-ს ჯარისკაცების წინააღმდეგ ყველანაირ სამხედრო მოქმედებებს წყვეტს. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ერაყის მთავრობისთვის “სირცხვილის არიდებაა”. “ჩვენი მხრიდან საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ სამხედრო და უსაფრთხოების მოქმედებების შეწყვეტის გამოცხადების პარალელურად – რისი მიზანიც ერაყის მთავრობისთვის სირცხვილისგან თავის არიდებაა – ღაზაში ჩვენი ხალხის სხვა გზებით დაცვას […]
ECHR: რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს 147 მილიონ ევროს არ უხდის

147 მილიონი ევროს დავალიანება აქვს რუსეთს, 2024 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს არის კომპენსაციის თანხა, პლუს ვადის გადაცილების გამო დარიცხული პროცენტი, რომელიც მოსკოვს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2019 და 2023 წლებში, სამი გადაწყვეტილებით დააკისრა. რუსეთმა არ გადაიხადა 10 მილიონი ევრო – 2019 წელს წაგებულ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. სტრასბურგის სასამართლომ ეს […]
FT: დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსულმა ბანკებმა რეკორდული მოგება ნახეს

ბრიტანული გამოცემა Financial Times რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით წერს, რომ 2023 წელს რუსულმა ბანკებმა რეკორდული მოგება აჩვენეს. ეს ერთი მხრივ, მთავრობის სუბსიდიებით წახალისებული ხალხის მხრიდან დიდი რაოდენობით იპოთეკური სესხების გამოტანამ განაპირობა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყოველივეს დაერთო დასავლური კომპანიების მიერ რუსეთის დატოვება, რამაც რუსეთში უცხოური კომპანიების მიერ დატოვებული აქტივების შესყიდვაზე მოთხოვნის ბუმი […]
უკრაინაში დაიწყო მობილიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 30 იანვარს დაამტკიცა და უმაღლეს რადაში განსახილველად წარადგინა ახალი კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ. კანონპროექტის კომენტარები და შენიშვნები გათვალისწინებულია გენერალურ შტაბთან, მთავრობასთან და სახალხო დეპუტატებთან ერთად, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო. კანონპროექტში მკაფიოდ არის განსაზღვრული ჯარში სამსახურის ვადები ომის პირობებში. ყველა ჯგუფის ინვალიდები გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან. მოხალისეებს მობილიზაციის შემდეგ ორთვიანი ვადა ეძლევათ პირადი საკითხების მოსაგვარებლად […]
UK მზადაა, განიხილოს პალესტინის აღიარების საკითხი, მათ შორის, გაეროში – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი აცხადებს, რომ მზადაა მოკავშირეებთან ერთად განიხილოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კემერონის თქმით, პალესტინელებმა უნდა დაინახონ “პოლიტიკური ჰორიზონტი”, რათა მხარი დაუჭირონ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში. კემერონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს რეგიონში ორი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეას. ის ამბობს, რომ […]
31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. “თელასი” მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, […]