“შტურმის” მწვრთნელმა კიტეიშვილის მომავალზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “შტურმის” ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატება ფრანგულ “მეცს” სურს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას შიკერმა გააკეთა და განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. “ეს ჭორია. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით”, – ციტირებს შიკერის სიტყვებს Krone. შეგახსენებთ, კიტეიშვილს “შტურმთან” მიმდინარე ხელშეკრულება ივნისის თვეში ეწურება. ქართველი […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს. „უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში მტრის 14 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 20 დრონი და „ისკანდერ-მ“-ის […]

„ის, რომ 200 000-ზე მეტ ადამიანს სესხის ვადაგადაცილება აქვს, მძიმე სოციალური ფონის მაჩვენებელია“ – გიორგი კეპულაძე

„როგორც ვაკვირდები, ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი მცირდება, რაც პორტფელის ზრდის ფონზე კარგია. ასევე მე რასაც დავაკვირდი, ვადაგადაცილებული სესხების თითქმის ნახევარზე მეტი არასაბანკო დაწესებულებებზე მოდის. ის, რომ 200 000-ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში ვადაგადაცილება აქვს, მძიმე სოციალური ფონის მაჩვენებელია. ქვეყანაში კვლავ სიღარიბეა და პრობლემები ისე სწრაფად ვერ გვარდება, როგორც წინა პრემიერი ტრაბახობდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლავ ბევრი […]

18 (31) იანვარი – მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (+1213)

1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი – თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა. მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიოორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 […]

მღვდელმონაზონი ალექსის (შუშანია) გარდაცვალებიდან 101 წელი გავიდა

წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა. ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა […]

ბერლინალეზე კინოცენტრს გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტიც წარადგენენ – PUBLIKA

პუბლიკის ინფორმაციით, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი დავით ვაშაძე, რომელიც აქამდე ორგანიზებას უწევდა კინოცენტრის წარდგენას ბერლინალესა და კანის კინოფესტივალებზე, ამბობს, რომ მსგავს ღონისძიებებზე ორგანიზაციის სახელით მხოლოდ კინოცენტრის 4-6 თანამშრომელი მონაწილეობდა. გამოცემამ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის […]

ბულგარეთი ეძებს იარაღის საწარმოებში აფეთქებების გამო ტერორიზმში ბრალდებულ 6 რუსს

ბულგარეთმა ევროპის მასშტაბით ძებნილად გამოაცხადა ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის 6 მოქალაქე, რომლებსაც სავარაუდოდ, კავშირი აქვთ იარაღის საწყობებსა და ქარხნებში 2011-2020 წლებში მომხდარ ოთხ აფეთქებასთან. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის პროკურატურამ ოფიციალური ინფორმაცია 30 იანვარს გამოაქვეყნა. ძებნილთა ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. გამოძიების თანახმად, დადგენილია, რომ რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც ბულგარეთში გამოგონილი სახელებით იმყოფებოდნენ, კავშირი აქვთ იარაღის საწარმოებსა და საწყობებში […]

2023 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს

საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს, ქვეყნის ტერიტორია 190 უცხოელს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 32 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, 27 ინდოელს, 13 რუსს, 9 ეგვიპტელს, 9 ნიგერიელს, 8 […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და […]

“Skillwill საქართველო” მექსიკის ბაზარზე გასვლას გეგმავს

Skillwill საქართველო მექსიკის ბაზარზე გადის. სიახლის შესახებ „ქალების ნარატივში“ „Skillwill საქართველოს“ დირექტორმა, ლანა ჩხარტიშვილმა დააანონსა. „საერთაშორისო გაფართოება არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია Skillwill-ისთვის, ამიტომაც არ ვჩერდებით. გვაქვს უკვე ტარგეტირებული ქვეყნები, სადაც გვინდა, რომ დამატებით შემოგვიერთდნენ. ერთ-ერთი ქვეყანა მექსიკაა, ექსკლუზიურად თქვენთან ვასახელებ, რადგან ამ ქვეყანაში ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით დიდ პოტენციალს ვხედავთ, ამიტომაც მექსიკა იქნება შემდეგი […]