აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კიბერშეტევაში ადანაშაულებს ჩინეთის სპონსორობით მოქმედ ჰაკერებს

ჰაკერების ჯგუფმა, რომლის სპონსორიც ჩინეთის მთავრობაა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის(ფინანსთა სამინისტროს) კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „ამერიკის ხმა“ და სააგენტოები Reuters-ი და AFP იუწყებიან ფინანსთა სამინისტროში ინფორმირებულ წყაროებზე დაურდნობით. შეტყობინება ჰაკერების ჯგუფის, Advanced Persistent Threat-ის(APT) მიერ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 8 დეკემბერს მიიღო. ჰაკერებმა ხაზინის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის […]

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლევან ხარანაული დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვენესუელის გენერალურ პროკურორზე, ტარეკ სააბზე დაყრდნობით ავრცელებს. ვენესუელის გენერალური პროკურორის, ტარეკ სააბის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთაგან უკვე 1369 ადამიანი გაათავისუფლეს. ცნობისთვის, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო […]

ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – ეუთო-ს სამეული

ეუთო-ს თავმჯდომარეობის სამეული 2024 წლის შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ეუთო-ს ე.წ. სამეული, რომლის შემადგენლობაშიც ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა და ფინეთი შედიან, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია ევროპის უსაფრთხოებას, ნორმებისა და ღირებულებების საერთო სისტემას ძირს უთხრის. განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს […]

3 იანვარს, როცა ახალი კონგრესი ფიცს დადებს, მეგობარი აქტი ხელახლა იქნება წარდგენილი – უილსონი

რესპუბლიკელი სენატორი, მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი აცხადებს, რომ 3 იანვარს, როდესაც ახალი სენატი ფიცს დადებს, მეგობარი აქტი ხელახლა იქნება წარდგენილი და ის იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს. ამაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. “3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით – როგორც რესპუბლიკელების, […]

როგორი ამინდი იქნება 31 დეკემბერს და პირველ იანვარს საქართველოში – განახლებული პროგნოზი

31 დეკემბერს და პირველ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

შსს მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: “გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. […]

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს, 2025 წელი რომ წარმატებული იყოს

2025 წელი ხის გველის წელია, და გველი სიმბოლოა სიბრძნის, ინტუიციის, ელეგანტურობისა და გარდასახვის. შესაბამისად, წლის ენერგეტიკის პატივსაცემად შეგიძლიათ ტანსაცმელში შეიტანოთ ელემენტები, რომლებიც ხსნის წარმატების და ჰარმონიის გზას. ფერები, რომლებიც წარმატებას მოიტანს 2025 წლის ფერების არჩევანი ეფუძნება ხის სტიქიას და გველის დახვეწილ ენერგიას. მწვანე და მისი ტონალობებიხის სტიქიის მთავარი ფერია. აირჩიეთ ზეთისხილის, ფიჭვის ან მწვანე მუქი […]

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან

სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, – ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს […]

მექსიკაში საიმიგრაციო აგენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

მექსიკაში საიმიგრაციო აგენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მექსიკის უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მექსიკის ჩიუაუას შტატის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გარდაცვლილ საიმიგრაციო აგენტს თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი ვენესუელის, ხოლო ერთი კოლუმბიის მოქალაქეა. მექსიკის საიმიგრაციო სააგენტო INM-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები აგენტს სიუდად-ხუარესში მდებარე საკონტროლო პუნქტზე […]