ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება ნახევარი მილიონიდან 2 მილიონ დოლარამდე ღირს

აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა 0,5 მლნ-დან 2 მლნ დოლარამდე უნდა გადაიხადონ, – აღნიშნულის შესახებ USA TODAY წერს. ტრამპის გუნდმა შემოიტანა დონორებისთვის შეღავათების სია. შეღავათები, რომლის შესახებაც პირველად New York Times-მა დაწერა, მოიცავს ექვს ბილეთს რვა სხვადასხვა ღონისძიებაზე 17 იანვრიდან 20 იანვრამდე. დონორები, რომლებიც გასცემენ $50,000-ს ან შეაგროვებენ $100,000-ს, იღებენ ორ […]
უახლოეს წლებში აეროპორტებში ტრადიციული ქაღალდის პასპორტების გამოყენება შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს

უახლოეს წლებში აეროპორტებში ტრადიციული ქაღალდის პასპორტები შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს. მათ სახის ამომცნობი ტექნოლოგიები და სმარტფონები ჩაანაცვლებს, რომლებიც მსოფლიოს აეროპორტებში ეტაპობრივად ხდება ახალი სტანდარტი იდენტურობის გადამოწმებისთვის. ახალი სისტემების ტესტირება უკვე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში. ამრიგად, უპასპორტო მოგზაურობის საპილოტე პროექტები ხორციელდება ფინეთში, კანადაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, აშშ-სა და ინდოეთში. როგორც TechSpot იუწყება, სინგაპურში […]
კოშმარი გრძელდება – “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “ნიუკასლთან” დამარცხდა [VIDEO]

პრემიერლიგის მე-19 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “ნიუკასლთან” 0:2 დამარცხდა. ეს ამორიმის გუნდისთვის ზედიზედ მესამე მარცხი იყო. შეხვედრა თავიდანვე “ნიუკასლის” დიდი უპირატესობით წარიმართა და მე-4 წუთზე ანგარიში ისაკმა გახსნა, მე-19 წუთზე კი ჟოელინტონმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. “იუნაიტედმა” რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა, კერძოდ “მანკუნიანელებმა” 1930 წლის შემდეგ თვეში 6 მატჩი პირველად წააგო. […]
“არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის თქმით, მას რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, აუცილებლად გაიმარჯვებდა. “მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გავხდი და საქართველოში დავბრუნდი, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დავინახე, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და აეროპორტის თანამშრომლები ჩემით ამაყობდნენ. განურჩევლად ასაკისა, ახალგაზრდები, ასაკოვანი ხალხი… ჩემს საჩემპიონო ბრძოლას ყველამ უყურა, რადგან ეს უდიდესი მოვლენა იყო. […]
შობა-ახალი წელი ნიუ-იორკში – საქართველო სხვადასხვა მრწამსის ადამიანების სადღესასწაულო სურვილებში

ნიუ-იორკში, სადაც პრაქტიკულად ყველა ეროვნული წარმომავლობის თუ რელიგიური მრწამსის ადამიანს შეხვედებით, “ამერიკის ხმა” ერთ-ერთ ეპისკოპალურ, ანგლიკანურ ეკლესიაში მივიდა, სადაც შობის დღესასწაულს სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთად აღნიშნავენ. წელს საქართველო მათი საშობაო სურვილების ნაწილიც იყო
დამოუკიდებლობის პერიოდიდან დღემდე, ბიზნესი ყველაზე რთულ მდგომარეობაშია – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ბიზნესსექტორი ჩამოშლის წინაშეა- ასეთი რთული სიტუაცია ომისა და კოვიდპანდემიის დროსაც არ ყოფილა. როგორც „კომერსანტთან“ ბურჯანაძემ აღნიშნა, ტურიზმის მთავარი გამოწვევა, როგორც ყველა სფეროს, მყიფე პოლიტიკური სიტუაციაა, რომელიც ბიზნესმენებს მომავლის დაგეგმვის და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ აძლევს. „დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მცირედი ჩავარდნის გარდა, ყოველი დეკადა განვითარების ახალი საფეხური იყო. თუ გავიხსენებთ […]
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო, 31 დეკემბერს და 1 – 3 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 31 დეკემბერს და 1 იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და […]
სეულის სასამართლომ გასცა ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი

სეულის საოლქო სასამართლომ სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სოკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იუნ სოკ იოლი დაკითხვაზე სამჯერ არ გამოცხადდა, რის გამოც გამომძიებლებმა სასამართლოს მიმართეს დაპატიმრების ორდერისთვის. […]
2024 წლის ყველაზე მსხვილი გარიგებები

Bain & Company-ის ბოლო ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გლობალური შერწყმებისა და შესყიდვების საერთო ღირებულება 2024 წელს, სავარაუდოდ, $3.5 ტრილიონს გაუტოლდება, რაც გასულ წელთან შედარებით 15%-იანი ზრდაა. თუმცა მაღალი ტარიფებისა და გამკაცრებული მარეგულირებელი წესების გამო, წლევანდელი გარიგებების ჯამი 2021 წლის პიკურ 6.1 ტრილიონს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2024 წლის ყველაზე დიდი ტრანზაქცია მაისში, ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources-ის […]
“ბიოლის” ტერიტორიაზე დღეიდან ოთხი შალე გაიხსნება

ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელი, თამაზ მჭედლიძე კურორტის ტერიტორიაზე ოთხ შალეს დღეიდან ხსნის. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.