“ეს ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და არა გველის თუ ვეფხვის წელზე” – მამა ბენიამინი შობის დღესასწაულზე

ანტონ მარტყოფელის სახელობის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა ბენიამინ ბელქანია ტელეწამყვან გიორგი დარასელიას მოკლე ვიდეოჩანაწერში საუბრობს შობაზე… არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია: 2900 წლის წინ ესაია წინასწარმეტყველმა მაცხოვრის შობა იწინასწარმეტყველა. ასევე 2400 წლის იგივე იწინასწარმეტყველა დანიელ წინასწარმეტყველმა. კიდევ უფრო ადრე, სამი ათას ასი წლის წინ უფლის შობა ნაწინასწარმეტყველებია ფსალმუნებში. იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარი იგივეა რაც 25 […]

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს. „სპიკერი მაიკ ჯონსონი კარგი, შრომისმოყვარე, რელიგიური ადამიანია. ის სწორად იმოქმედებს და ჩვენ გამარჯვებას გავაგრძელებთ. მაიკს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს! MAGA!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპს […]

თურქეთის ლუდის მთავარი მწარმოებლის Anadolu Efes-ის აქციები, პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, გაუფასურდა

თურქული ლუდის კომპანია Anadolu Efes-ის აქციები სტამბოლის საფონდო ბირჟაზე (Borsa İstanbul) 9,98%-ით დაეცა და 212,8 ლირა შეადგინა. აქციების ფასების კოლაფსი დაიწყო გუშინ საღამოს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გულისხმობს კომპანიის რუსული აქტივის – AB InBev Efes-ის ლუდსახარში წილის – Vmeste Group-ის დროებით მენეჯმენტზე გადაცემის შესახებ. AB InBev Efes იყო Anadolu […]

„საქსტატი“ – მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა

წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: […]

ბოლნისის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული 10 პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება დატოვა

ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ ხელმძღვანელის, ოთარ ქებაძის განცხადებით, სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. როგორც ქებაძე აღნიშნავს, კლინიკაში მყოფ პაციენტებს „მძიმე დაზიანებები“ აღენიშნებათ. „შემოიყვანეს ათი პაციენტი, აქედან, ორი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, რვა კი გაეწერა. ისინი სხვადასხვა ტრავმით გაეწერნენ და შემდგომი ამბულატორიული მკურნალობის რეკომენდაცია მიეცათ. ერთი […]

„საქართველოს რკინიგზა“ – გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისები ემატება

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. კერძოდ, ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8059 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8059 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8060 კურსით დაიწყო. · 1 აშშ დოლარი – 2.8068 ლარი. კურსის ცვლილება -1.25 თეთრი. · 1 ევრო – 2.9306 ლარი. კურსის ცვლილება -1.98 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5349 ლარი. კურსის ცვლილება -3.36 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0795 ლარი. ცვლილება -0.02 თეთრი; […]

საქართველოს რკინიგზა 11 და 12 იანვარს რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მოძრაობის განრიგი იხილეთ ბმულზე:

მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ შემდგარი მმართველი კომიტეტი შეიკრიბა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად – 2025 წელს განსახორციელებელი საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, მმართველი კომიტეტი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, “სემეკის”, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება, […]