ონკოპაციენტები დაფინანსების 25 000-იანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ – მათ 3 მარტს აქცია დააანონსეს

ონკოპაციენტებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის – წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა. ორგანიზაციამ კავშირი სიცოცხლისთვის დღეს კანცელარიასთან თემაზე პრესკონფერენცია გამართა და პრემიერმინისტრის სახელზე ადმინისტრაციაში […]

იენს სტოლტენბერგი – შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება, რაც ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის გაწევრიანება ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღეს, უნგრეთის პარლამენტმა […]

გრიგოლ გეგელია – არ მგონია, რომ აუცილებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებია საჭირო, რათა სასამართლო კარგად დაკომპლექტდეს – პრობლემაა იმაში, რომ კოლექტიური ფარცხალაძე ბლოკავს მართლმსაჯულების რეფორმას

არ მგონია, რომ აუცილებლად არის საჭირო უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმისათვის, რომ სასამართლო კარგად დაკომპლექტდეს – საქართველოს პრობლემა აქვს იმაში, რომ კოლექტიური ფარცხალაძე ბლოკავს მართლმსაჯულების რეფორმას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა. როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ გარკვეულ მომენტში უცხოელი […]

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა. უნგრეთი ნატო-ს უკანასკნელი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების […]

Commercial Aircraft Corp of China ჩინეთის ისტორიაში პირველ კომერციულ ავიალაინერს წარადგენს.

ainonline.com-ის ინფორმაციით, ჩინური სახელმწიფო საწარმო Commercial Aircraft Corp of China იგივე – Comac C919, მომავალ კვირას, ჩინეთის ისტორიაში პირველ კომერციულ ავიალაინერს წარადგენს. ჩინურმა თვითმფრინავმა კონკურენცია ბაზრის 2 უმთავრეს მოთამაშეს – Boeing და Airbus თვითმფრინავებს უნდა გაუწიოს. Comac C919-ის ბორტზე მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 164-ს აღწევს და ერთი აფრენით 5555 კილომეტრის დაფარვაა შესაძლებელი. როგორ ცნობილია ჩინური ბორტი […]

ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან შეხვედრა გამართა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ომარ ზნიბერს მიულოცა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა თანამშრომლობისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ყველა პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებით. „ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც გაეროს […]

„კერძო სექტორი ძალიან მოწყვლადია“ – დეპუტატი ენერგოეფექტურობის ახალი ნორმების ამოქმედების გადავადებას ითხოვს

ენერგოეფექტურობის მიმართულებით, მთავრობა მორიგი რეგულაციის შემოღებას აპირებს. პარლამენტმა „შენობების ენერგოეფექტურობის“, ასევე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ევროდირექტივის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტით, საჯარო სექტორს 2025 წლიდან გათბობისა და გაგრილების საჭიროების მქონე შენობების1%-ის ნაცვლად 3%-ის განახლების ვალდებულება ექნება. 2025 წლიდან ჩნდება ენერგოუსაფრთხოების შემფასებლის პროფესიაც. ჯერ საჯარო, შემდეგ კი კერძო სექტორს 4 წელიწადში ერთხელ […]

საჰაერო განგაში, ქართველი სათადარიგოები და “შახტარის” უნიათო თამაში

უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ალეკსანდრიას“ უგოლოდ დაუზავდა. საჰაერო განგაშის გამო მატჩი ორი საათის დაგვიანებით დაიწყო, ua-football-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ „შახტარმა“ პირველად ვერ გაიტანა სტუმრად გოლი და ასეთი უღიმღამო თამაშის გამო უნდა რცხვენოდეთ. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოები იყვნენ. „შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 32 ქულით […]

გორში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

გორში კაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

“ჩვენ ვეძებთ დარბაზს ალექსეისთან საჯაროდ გამოსამშვიდობებლად” – ნავალნის სპიკერი

როგორც ალექსეი ნავალნის სპიკერის, კირა იარმიშის, ცნობიდან ირკვევა, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან საჯარო დამშვიდობება ამ სამუშაო კვირის ბოლოს, ანუ 1 მარტამდე იგეგმება. “ჩვენ ვეძებთ დარბაზს ალექსეისთან საჯაროდ გამოსამშვიდობებლად. დრო: ამ სამუშაო კვირის ბოლომდე. თუ თქვენ გაქვთ სათანადო შენობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ”, – წერს იარმიში სოციალურ ქსელ X-ში. რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა […]