იანვარში საბანკო კრედიტები შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 816.70 მლნ ლარით (1.55%-ით) შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამასთან, სებ-ის თანახმად, გაზრდილია კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელი და ის მთლიანი სესხების 55%-ზეა. სებ-ის ინფორმაციით, მთლიანმა კრედიტებმა იანვრის ბოლოსთვის 51.84 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების […]

ბრიუსელში ფერმერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ბელგიის დედაქალაქში აქციის მონაწილე ფერმერებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბელგიელი ფერმერები ევროპული ინსტიტუტის Lex-ის მახლობლად აქციას მართავდნენ. სამართალდამცავების თქმით მომიტინგეები ტრაქტორების დახმარებით ანგრევდნენ პოლიციის ჯებირებს. ასევე ესროდნენ შენობებსა და სამართალდამცავებს კვერცხებს, ჯებირების ნანგრევებს. საპასუხოდ ბრიუსელის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეები ევროკავშირის აგრარული […]

U19 | საქართველო 2:3 ისრაელი

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, დღეს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ისრაელის 19-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და 3:2 დამარცხდა. ვასილ მაისურაძის გუნდი, მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა საბა სამუშაიამ და ლუკა ფრიდონიშვილმა, ერთწუთიან ინტერვალში, მე-80 და 81-ე წუთებზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში სტუმართა 9-იანმა, ომერ დაჰანიმ 90-ე წუთზე დააფიქსირა – 2:3. ისრაელის წინააღმდეგ […]

“წულუკიანის ხელმძღვანელობით გელათში ჩატარებული სამუშაოები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს” – SJC პროკურატურას მიმართავს

თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით გელათის ტაძრის რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, სავარაუდო, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ დასკვნამდე სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის საექსპერტო დოკუმენტების ანალიზის შედეგად მივიდა. დოკუმენტებში, რომელიც ორგანიზაციამ შეისწავლა ასახულია გელათში ჩატარებული სამუშაოები 2021-2022 წლებში, ანუ მაშინ, როცა გელათის რეაბილიტაციას კულტურის სამინისტრო ხელმძღვანელობდა. სოციალური სამართლიანობის […]

შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას TAURUS-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემს

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას Taurus-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემს, რადგან ამ ნაბიჯმა შესაძლოა გერმანიის ომში ჩართვის რისკები გაზარდოს. “მე მაოცებს ის, რომ ზოგიერთი ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ მსგავსმა ნაბიჯმა შესაძლოა გერმანიის ომში ნაწილობრივ ჩართვა გამოიწვიოს. ის რაც უკრაინას დღეს ჭირდება ყველა მანძილის ტიპის იარაღის ტყვია-წამალია და არა კონკრეტულად Taurus”. – თქვა შოლცმა. ეს […]

“ამ სკოლაში ვისაც ბავშვი დაგყავდათ არ აპროტესტებთ?”– ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ფოტოს და წერს: თბილისი – მე-10 საჯარო სკოლის მშენებლობის 161-ე დღე !!! ამ სკოლაში ვისაც ბავშვი დაგყავდათ არ აპროტესტებთ?

“ვის დაიკიდებენ არჩევნებზე, ვნახოთ, სუნი მცემს დაიდინა@უების”; “პროფანების” დოღი” – მოქალაქეების თბილისის მერს

თბილისის მერია, სოციალურ ქსელში, უარჰყოფს ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს, ცილისწამებას უწოდებს მას და ამტკიცებს, რომ რეპორტაჟი წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს თბილისის მერის, კახა კალაძის და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას. მერია წერს, რომ გადაცემაში დასახელებულ ყველა სამშენებლო პროექტზე ნებართვა გაცემულია, მხოლოდ და მხოლოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეგ მილანური პასტა ყურებზე თქვენ თვითონ მოიბით ჯერ მზეარნახულ პროექტებში […]

ლუკაშენკო კენჭს ისევ იყრის და მინსკის განცხადებით, ამერიკას ბელარუსის არჩევნები არ ეხება

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წელს კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ინფორმაცია 25 თებერვალს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტამ” (BelTA) გაავრცელა. 69 წლის ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. მან კრემლს უფლება მისცა გამოეყენებინა მისი ქვეყნის ტერიტორია, რათა რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრილიყო და მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი ომი […]

კობახიძე: ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. მისი თქმით, ისინი ჩინეთში 30 დღის განმავლობაში შეძლებენ უვიზოდ ყოფნას. კობახიძემ ახალ გადაწყვეტილებას უწოდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელოვანი, პრაქტიკული სიახლე. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში […]

ჩინოსნებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება – ოცნებამ კანონპროექტი მოამზადა

ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება. ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში უნდა შევიდეს. “კანონპროექტით უქმდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და […]