სოციალური სამართლიანობის ცენტრი: გელათში დამდგარი ზიანი სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, 2021-2022 წლებში გელათის კედლის მხატვრობაზე განხორციელებულმა ჩარევებმა “შეუქცევადი ზიანი” გამოიწვია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს დასკვნა გამოიკვეთა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის საექსპერტო დოკუმენტაციის გამოკვლევით. “თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების […]
ტანსაცმლის გახდა და დალურჯებები 6 წლის ბავშვს – დირექტორი ამტკიცებს, რომ ან ტყუილია, ან თამაში, ან დალურჯებული ბავშვიც ინციდენტის მონაწილეა

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, კერძო სკოლა “თამარისში” პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. მშობელის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მოსწავლეს აბულინგებდნენ. მშობლმა აღნიშნულის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა, თუმცა ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა. “აჭარა თაიმსი” კერძო სკოლა “თამარისის” მფლობელს დაუკავშირდა, რომელმაც ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ბავშვების “თამაშს” ძალადობა არ შეიძლება ეწოდოს და რომ ტანსაცმლის გახდა […]
რუსეთი მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის ხალხთან, ვინც ჩვენ საზღვრებთან ახლოსაა – ლავროვი

“ჩვენი ქვეყანა მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოსაა”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა. “ჩემმა მოგზაურობამ ლათინურ ამერიკაში დაადასტურა, რომ რუსეთი უყვართ და რომ რუსეთი ყოველთვის სასურველი სტუმარია სხვადასხვა ღონისძიებებზე. მათ სურთ, რომ ჩვენთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, როგორც სამთავრობო, ასევე […]
ჩერგოლეიშვილი: მიზანი იყო ჩვენება, რამდენად უფრო დაცულია ინდივიდი ნაფიც მსაჯულთა პირობებში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის ლაზარეს 12 მსაჯულის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფილმის მთავარი მიზანი იყო ლაზარეს საქმეზე ჭეშმარიტების დემონსტრირება და ჩვენება, რამდენად უფრო დაცულია ინდივიდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში. “მთავარი, ცხადია, იყო ლაზარეს საქმეზე ჭეშმარიტების დემონსტრირება იმიტომ, რომ მე ძალიან დიდ […]
„სრული მსხმოიარობის შემდეგ „დანერგე მომავალი“-ს ბაღების მოსავლის ღირებულება 500 მლნ ლარს გადააჭარბებს“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში საქართველოში 22 000 ჰა-მდე ფართობზეა გაშენებული ბაღები და როცა ისინი სრულ მსხმოიარობას მიაღწევენ, მოსავლის ღირებულება 500 მლნ ლარს გადააჭარბებს. შესაბამისი განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. მის განცხადებას სამინისტრო გაზეთი „ჩვენი სოფელი“-ს ახალ […]
ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი 22.8%-ით, Georgia Capital-ის კი 17.5%-ით გაძვირდა

Galt&Taggart-ის 19 – 25 თებერვლის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +15.01% წინა კვირასთან შედარებით და +22.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 413 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.85 – 47.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური […]
პაიფერი: “უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინის ამბიციები, შესაძლოა საქართველოზეც გავრცელდეს”

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ორი წლის თავზე, ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს.
რა სჭირდება უკრაინას ომის მესამე წელს?

როგორ ხედავენ სამხედრო ანალიტიკოსები ომის მომავალს? ექსპერტები ბრძოლის ველზე ახლა არსებულ ვითარებას და მოვლენების სხვადასხვა შესაძლო სცენარით განვითარებას განიხილავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებისთვის აუცილებელ კომპონენტად, აშშ-ის დახმარება განიხილება.
პოლონელმა ფერმერებმა გერმანიის საზღვრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს

პოლონელი ფერმერები განაგრძობენ ევროკავშირის იმ რეგულაციების გაპროტესტებას, რომელთა თანახმადაც ბლოკში შედარებით იაფი უკრაინული სურსათის იმპორტი ხდება. 26 თებერვალს მათ გერმანიასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიმავალი A2 ტრასა გადაკეტეს. ევროპელი ფერმერები უკვე კვირებია აპროტესტებენ იმ შეზღუდვებს, რომლებიც მათ ევროკავშირისგან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზიანის შესამცირებლად ეკისრებათ, ასევე მზარდ ფასებს და იმას, რასაც უკრაინასთან არათანაბარ პირობებში ყოფნას უწოდებენ. პოლონელი […]
უზენაესი სასამართლო სოციალური მედია კომპანიების მიერ კონტენტის რეგულირების საკითხს განიხილავს

უზენაესმა სასამართლომ, 26 თებერვალს, ფლორიდასა და ტეხასში რესპუბლიკელთა მიერ მხარდაჭერილი კანონების კონსტიტუციურობის შესახებ არგუმენტები უნდა მოისმინოს. საკითხი სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება. კანონმდებლობა ზღუდავს სოციალური მედიის პლატფორმების მხრიდან კონტენტის შეზღუდვას, რომელსაც ეს კომპანიები, ზოგიერთ შემთხვევაში არ ეთანხმებიან. მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარმა რეგულაციებმა ციფრულ ეპოქაში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლების უფლებები შეცვალოს. სასამართლოში განსახილველი საკითხია 2021 წელს […]