ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ უეკიპაჟო ხომალდები, ფრთოსანი რაკეტები და დრონი გაანადგურეს

აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამი უეკიპაჟო ხომალდი და ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წითელი ზღვისკენ გასაშვებად იყო მომზადებული. ცენტრალურ სარდლობის ინფორმაციით, მათ ასევე გაანადგურეს დრონი წითელი ზღვის თავზე. „ყველა აღნიშნული იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისთვის”, – ნათქვამია აშშ-ის არმიის ცენტრალური […]

ვლადიმერ პუტინი – გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, ეს არმიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების მობილურობა და დარტყმის პოტენციალი გაიზრდება. „ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობისა და დარტყმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღითა და აღჭურვილობით შეიარაღებას“, – განაცხადა პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ მიმართვაში. მისი მტკიცებით, ეს რუსეთის არმიის გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტი. „ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, […]

მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას

საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამომავლოდ, უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ, როგორც მედიასაშუალებები, მათ შორის სააგენტო AFP, გამოცემა Le Monde-ი და ტელეკომპანია CNN-ი იუწყებიან, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს, ღამით განაცხადა პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ. მაკრონის თქმით, დღეს ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია. საფრაგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ახალი კოალიციის […]

ემანუელ მაკრონი – შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. „გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს „მეტი აწარმოონ“. „მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ […]

ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელი-ღაზის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ორშაბათამდე მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ისრაელი-ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე მოხდება. „ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გვექნება“, – აღნიშნა ბაიდენმა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე […]

მოლდოვა უარყოფს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი რუსული დრონი უკრაინაში მოლდოვის ტერიტორიიდან მოხვდა

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, მოლდოვიდან გაფრინდა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებულ არც ერთ უპილოტო საფრენ აპარატს მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში არ გადაუფრენია. უკრაინულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ ოდესის ოლქის თავზე გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ან ჩაახშო“, – […]

ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს. “დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ […]

ფედელე: გოლი დე ლაურენტისმა გაუშვა; მერეტი უტყვია; კვარაცხელია?

საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” პრობლემებზე ისაუბრა: “მერეტს კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ დაცვას ვერ ხელმძღვანელობს და უტყვია. მეკარემ თანაგუნდელებს უნდა უკარნახოს, თუ რა უნდა გააკეთონ. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო “კალიარისთან” მატჩში, ვიდრე ჟუან ჟეზუსი შეცდომას დაუშვებდა. მისი ხმა რომშიც უნდა გაეგოთ, მაგრამ ენა არ აქვს. და კიდევ: ეს გოლი დე […]

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გაიმარჯვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედალი შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში. ქართველმა მსროლელებმა ფინალში დაამარცხეს გერმანელი წყვილი ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით – 17:15. შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართული წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია), რომელიც პლეი-ოფის ოთხეულში ვერ […]

„შოვინისტები არ იმსახურებენ პატივისცემას“ – განაცხადა ორბანმა ალექსეი ნავალნის მისამართით

“შოვინისტები არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და ჩვენ ფეხზე არ უნდა დავუდგეთ იმას, ვინც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ისე კი მშვიდად განისვენოს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც 26 თებერვალს ქვეყნის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა. როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იუწყება ორბანის ეს განცხადება მოჰყვა უნგრეთის პარლამენტის […]