რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს – მაკრონმა ევროპელ ლიდერებს კიევის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთის უფრო ხისტი თავდასხმების ფონზე, მათ უნდა უზრუნველყონ კოლექტიური უსაფრთხოება უკრაინის მხარდაჭერით. “ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ვართ, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის… რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი… განსაკუთრებით ბოლო თვეებში ვნახეთ, რომ რუსეთი უფრო ხისტი გახდა. ასევე ვიცით, რომ რუსეთი […]
მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს

მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძის ბრალდებას პასუხობს: “გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ […]
მორიგი ლელო დადო ხაზარაძემ – დავით ქართველიშვილი

„ჩვენს ხელისუფლების და საზოგადოებისთვის აშშ-სთან, მის საელჩოსთან ერთ-ერთი კომუნიკატორი ორგანიზაცია არის USAID-ი. ამ ორგანიზაციამ ობიექტურობის და საპარტნიორო ურთიერთობების ფარგლებში ვერ შეინარჩუნა საკუთარი თავი ჩვენთან მიმართებით, როდესაც ე.წ. „რუსულ კანონზე“ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დეზინფორმაციის გავრცელების ფეიკ ნარატივს“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ხაზარაძეს პენსიონერების იმედი აღარ აქვს და როგორც ჩანს […]
„ცალმხრივი ურთიერთობები არაფერში არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს როცა ერთ მხარეს ამხელა ჰიპერსახელმწიფოა – დავით კაჭარავა

„ცალმხრივი ურთიერთობები არაფერში არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს როცა ერთ მხარეს ამხელა ჰიპერსახელმწიფოა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ. მისივე თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ურთიერთობები, სადაც ისტორიას, კულტურას, სუვერენიტეტს არ დააკნინებენ და ჰიპერსახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ სირთულეების წარმოქმნის მხარდაჭერა არ იქნება. „საბედნიეროდ ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით, ჩვენს ქვეყანაში […]
იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს

47 წლის დანიელი იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს. ის პირველი უცხოელი სპეციალისტია, რომელიც შვედეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში. ტომასონს კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლომდე გაუფორმეს და წარმატების შემთხვევაში გაუგრძელებენ. მას ნიდერლანდელი რემი რეინიერსი დაეხმარება, რომელთან ერთადაც ორ კლუბში მუშაობდა. ტომასონი მუშაობას 1-ელი მარტიდან შეუდგება და ნაკრებს პორტუგალიასთან და ალბანეთთან ამხანაგურ მატჩებში […]
უნგრეთის პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად „ფიდესის“ პარტიის წევრი აირჩია

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, ტამაშ შუიოკა აირჩია. ის არის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ წევრი. შუიოკის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა 134-მა უნგრელმა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგ იყო. ტამაშ შუიოკმა ფიცი უკვე დადო. ის თანამდებობას რვა დღეში 5 მარტს დაიკავებს. უნგრეთში ახალი პრეზიდენტის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თებერვლის დასაწყისში პოსტიდან […]
რუსთავის სასამართლო საკრებულოს და მერიის დავაში ჩაერია

რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ნინო ონიანის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი საკრებულოს სამ კომისიას რუსთავის მერის მიერ შეტანილი რამდენიმე პროექტის განხილვის უფლებამოსილება შეეზღუდა. ოპოზიციური ფრაქცია “რუსთავი საქართველოსთვის” ამას თვითმმართველობის ინსტიტუტზე ზეწოლად აფასებს. კერძოდ, 26 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მერიის სარჩელი და საკრებულოს კომისიებს დაავალა მერიის პროექტების უკან დაუბრუნებლად, საკრებულოს ბიუროზე გატანა, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე შემდგომი განხილვისთვის. მერიის […]
კელი დეგნანი გვაყვედრიდა, მილიარდობით დოლარია შემოსული ამერიკის მხრიდანო, მაგრამ სინამდვილეში ამ თანხის 95 %-ი ილექება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ფონდებში, რომლებიც პირდაპირ ამერიკულ ინტერესებს ატარებენ

კელი დეგნანი გვაყვედრიდა, მილიარდობით დოლარია შემოსული ამერიკის მხრიდანო, მაგრამ სინამდვილეში ამ თანხის 95 %-ი ილექება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ფონდებში, რომლებიც პირდაპირ ამერიკულ ინტერესებს ატარებენ “ხალხის ძალა” გამოჩენის დღიდან, ერთადერთი ძალაა, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც ხელშეუხებელი პოლიტიკური ავტორიტეტები და აქტორები არსებობენ და რომელშიც იმყოფება ქართული საზოგადოება სიმართლის საუბარი დაიწყო” – ამის […]
როგორც წესი, ხშირად საკითხი აშშ-ში იწყება და შემდეგ იოლად გადმოედება ხოლმე ჩვენს რეალობასაც – დიმიტრი ხუნდაძე ლგბტქ+ პროპაგანდაზე

როგორც წესი, ხშირად საკითხი აშშ-ში იწყება და შემდეგ იოლად გადმოედება ხოლმე ჩვენს რეალობასაც – დიმიტრი ხუნდაძე ლგბტქ+ პროპაგანდაზე „პატარა ერების გადარჩენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ტრადიციების შენახვისადმი რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა დასავლეთიდან, კერძოდ კი აშშ-დან მომავალ ლგბტქ+ პროპაგანდაზე, რომელიც უკვე […]
საზონოვი შეცვლაზე მე-14 წუთზე შევიდა და პენალტი “აიკიდა” – “რომამ” დიბალას ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა [VIDEO]

სერია A-ს 25-ე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „რომასთან“ 2:3 დამარცხდა. პაულო დიბალამ ჰეთ-თრიკი შეასრულა – „რომაში“ პირველად. არგენტინელმა მიმდინარე ტურნირზე 18 მატჩში 11 გოლი (6 პენალტით) გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 121 გოლია. რომაულმა გუნდმა მოურინიოს გადაყენების შემდეგ 6-დან 5 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (მხოლოდ ინტერთან წააგო) და 44 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. […]