რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა. „გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს“, – განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა. […]

“ჩინეთის ვიზის ასაღებად საათობით რიგში დგომა გჭირდება, უვიზო რეჟიმი მნიშვნელოვან შეღავათს მოგვცემს” – Travelfy

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გაჩერებას ზედიზედ 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. ტურისტულ კომპანია Travelfy-ში ამბობენ, რომ ჩინეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ქვეყნებს შორის მიმოსვლაზე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში ძირითადად […]

ჰერჩინსკი: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ყურადღებას ამახვილებს ამ ორგანიზაციების მნიშვნელობაზე. პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. “როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს […]

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვოლკერ ტურკთან

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან. მინისტრმა ხაზი გაუსვა, გამოწვევებით სავსე პერიოდში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული […]

“აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ” – მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს: “როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ […]

U19 | საქართველო 2:3 ისრაელი

საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა დღეს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ისრაელის 19-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და 3:2 დამარცხდა. ვასილ მაისურაძის გუნდი მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა საბა სამუშაიამ და ლუკა ფრიდონიშვილმა ერთწუთიან ინტერვალში, მე-80 და 81-ე წუთებზე, ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში სტუმართა 9-იანმა ომერ დაჰანიმ 90-ე წუთზე დააფიქსირა – 2:3. ისრაელის […]

საგარეო საქმეთა მინისტრი კულება უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნიდან რუსეთის თავდასხმის შემდეგ წასულ უკრაინელებს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნდნენ და მის გადარჩენაში პირადი წვლილი შეიტანონ. ირლანდიურ გამოცემა The Irish Times-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ პატივს სცემენ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და ამასთან, ყველა უკრაინელს მოუწოდებენ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ ადამიანს ეს არჩევანი არ აქვს […]

მოლდოვამ უარყო თავის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების ყოფნა

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 26 თებერვალს გამოყენებული არცერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის საჰაერო სივრცეში არ ყოფილა. უკრაინის მეზობელი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ეს განმარტება მოჰყვა უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 26 თებერვალს, ღამით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსული დრონები მოლდოვის საზღვრიდან უკრაინის ქალაქ ხმელნიცკისკენ მიემართებოდნენ. 11 თებერვალს, მოლდოვაში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა სავარაუდოდ, უკრაინის […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 27 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ) და საქნავთობის დასახლების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი […]

პაველ ჰერჩინსკი – არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად

არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. „დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აღვნიშნავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა […]