ემანუელ მაკრონი – შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.
„გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე მოუწოდა ევროპელებს „მეტი აწარმოონ“.
„მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი ევროპული და არაევროპული ქვეყანა, რომლებსაც საბრძოლო მასალა აქვთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ