თბილისში 6-7 მარტს სანქცირებული რუსული კომპანიების დაფინანსებული ფორუმი გაიმართება

თბილისში 6-7 მარტს OpenTalks.AI ფორუმი გაიმართება. ღონისძიების სპონსორებსა და პარტნიორებს შორის 2018-2023 წლებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია Сколково შედიოდა. გარდა ამისა, ღონისძიების მოქმედ პარტნიორებს შორისაა სანქცირებული რუსული ბანკები და კომპანიები, მათ შორის, VTB Bank, SberBank, MegaFon, Rostelecom და ა.შ. როგორც ფორუმის ვებგვერდზეა აღნიშნული OpenTalks.AI “საერთაშორისო დამოუკიდებელი კონფერენციაა”, რომელიც არ ეკუთვნის “არც […]

გიორგობიანი გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

ღარიბაშვილის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, რომელიც კობახიძის გაპრემიერების შემდეგ კანცელარიიდან წავიდა, შს მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურს რჩევებს მედიის მიმართულებით მისცემს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გიორგობიანის შსს-ში დაბრუნების შესახებ გამოცემას უწყებაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბრძანებას მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა და გიორგობიანი უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს ახალ თანამდებობაზე ცნობისთვის, ნინო გიორგობიანი მთავრობის […]

“ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ ქართლის დედას” – “ხალხის ძალის” წევრი

ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ ქართლის დედას. ამის შემსწრე თავად ვარ. როგორც გავარკვიე, ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ იციან საქართველოს შესახებ, პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. გარდა ამისა, თურმე, ჩინეთის ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთში, საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, სადაც საქართველოზე საუბარს ჩვენი უდიდესი ისტორიით იწყებენ. მადლობას ვუხდით ჩინელ ტურისტებს […]

“ვაი და ცდებოდეთ ბატონო ბიძინა?!” – შოთა შალელაშვილი

მორიგი ფარსი ქართულ ოცნებაში. ნეგატიური რეიტინგის მქონე კობახიძის პრემიერ მინისტრად „დანიშვნა“ პირველ რიგში ამ პარტიის მხარდამჭერების და მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის შეურაცყოფაა. რასთან გვაქვს საქმე ყველასთვის გასაგებია. სამწუხაროა ასე არის მოსახლეობის აზრის იგნორირება, შორს არის საღი აზრისაგან, როგორც ჩანს ბატონ ივანიშვილს “ჭარბი ნდობა” არ ასვენებს. თუ ეს გაუტარა საზოგადოებამ, თავისი შექმნილი პარტიის შიგნით რა მანიპულაცია და […]

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა. პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნითშეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე დასაშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში, […]

კრემლი ამბობს, რომ თუ ნატოს ჯარისკაცები უკრაინაში იბრძოლებენ, მაშინ კონფლიქტი ალიანსთან, გარდაუვალია

კრემლმა სამშაბათს გააფრთხილება გაავრცელა და თქვა რომ კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს სამხედრო ალიანსს შორის გარდაუვალი იქნება, თუ ნატოს ევროპელი წევრები ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნიან. უკრაინის ომმა, უმძიმესი კრიზისი გამოიწვია დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებში 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. ეს არაა ნატოსთვის კრმელიდან წამოსული პირველი გაფრთხილება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აქამდეც საუბრობდა ნატოსა და რუსეთს შორის […]

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 11 დრონი და ორი რაკეტა გაანადგურა

უკრაინის საჰაერო ძალებმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა ღამით უკრაინაზე თავდასხმისთვის 13 დრონი და რაკეტების დიდი ოდენობა გამოყენა. უკრაინის მხარის თქმით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 11 დრონი და ორი მართვადი რაკეტა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა რამდენიმე რეგიონზე. მთლიანობაში, რუსეთმა გასულ ღამეს გაუშვა 13 დრონი, ოთხი Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა, ერთი ჰაერი-ზედაპირი Kh-31P-ის ტიპის რაკეტა და […]

ნინო გიორგობიანი გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა. ფორმულას ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წლამდეც მუშაობდა. ის უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. 2021 წლის მარტში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ, გიორგობიანი მთავრობის სტრატკომის უფროსად გადაიყვანეს. სამი წლის შემდეგ, ირაკლი კობახიძის მთავრობის […]

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა, არსებობს პარტიების მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ, ხდება თუ არა მაგალითად პარტიებისთვის ისეთი შემოწირულობა, რომელიც კანონმდებლობასთან არ არის თავსებადი, – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის […]

“ლელოს” მორიგი ტყუილი – გია აბაშიძე

“ლელოს” მორიგი ტყუილი – გია აბაშიძე „როგორც არ გასწორდება კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებს მართლად სვლას, ისე არ მოეშვებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ყალთაბანდობას“– წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ლელოს” ლიდერების იმ განცხადებების შესახებ, რომელთა მტკიცებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაიწყო. ანალიტიკოსი, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, […]