მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 20 ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ არ გამორიცხავს ევროპელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას. თუმცა ისიც დასძინა, რომ უკრაინის დახმარების გაძლიერებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე მოკავშირეთა შორის ჯერჯერობით კონსენსუსი არ არსებობს. ევროპელი ლიდერები ორშაბათს პარიზში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მოკავშირეები უკრიანის დახმარების ერთგულნი არიან. “ამ ეტაპზე კონსენსუსი არ არის… ადგილზე […]
ვეტერან რუს უფლებადამცველს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ვეტერან რუს უფლებადამცველს, ოლეგ ორლოვს სამშაბათს 2-1/2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, “შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის” უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფაშიზმში ბრალდების გამო. ორლოვს, უფლებადამცველი ჯგუფის, “მემორიალის” ლიდერს, რომელმაც 2022 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის წილი მოიპოვა, ბრალი ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო წაუყენეს. ასევე, მის მიერ დაწერილი სტატიის გამო, რომელიც შემდეგი სათაურით […]
რუსეთის ქალაქებში პოლიტიკოს ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება

სამშაბათს რუსეთში იმართება ცხრა წლის წინ მოსკოვში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია. ხალხს ყვავილები და სანთლები მიაქვს პოლიტიკური რეპრესიების ძეგლებთან. ბევრ ქალაქში პოლიციელები სასწრაფოდ ასუფთავებს მემორიალებს. როგორც sibir.realii იტყობინება, ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტიქიური მემორიალები გაჩნდა ვლადივოსტოკში, ტომსკში, ნოვოსიბირსკში და ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში. სამართალდამცავები მემორიალებიდან ყვავილებს იღებენ. „[ყვავილების] ყოველი მიტანის შემდეგ […]
უკვე 11 თვე გადის – მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება

7 მარტს 11 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. უკვე დარგეს ხეები და ბუჩქები, მოაწყვეს საფეხმავლო ბილიკები და მიიტანეს სკამები. მთავრობის ადმინისტრაციასთან სივრცე, რომელიც ახლა სკვერად გადაკეთდა, დაახლოებით 2200 კვ.მ. თუკი ამ დრომდე ამ სივრცეში ერთი ხეც არ იყო, ახლა სივრცის 70 პროცენტი, დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი, ათვისებულია. ღია სივრცის […]
მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის” შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე. „მხარეებმა ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე. შეხვედრის დასასრულს შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, […]
ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ფილიპო გრანდის მიულოცა „ლტოლვილთა მეორე გლობალური ფორუმის” წარმატებით ჩატარება 2023 წლის ბოლოს და მიესალმა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობას საქართველოში. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და […]
რომელი ევაკუატორი უნდა გამოიძახო ავარიისას, თხრილიდან ამოსაყვანად და ვის უნდა დაურეკო, თუ ავტოდილერი ხარ?

ადამიანები ევაკუატორის მომსახურებით უმეტესად მაშინ სარგებლობენ, როცა გადაადგილების, მანქანის გადატანის პრობლემა აქვთ. როგორც ამბობენ პრობლემა, რომელსაც ვერ ცვლი, შესაძლებლობად უნდა აქციო, მაგალითად, იმის შესაძლებლობად, რომ უმოკლეს დროში მიიღო საჭირო, პროფესიონალური დახმარება. დრო, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, მანქანის გაუმართაობის, საგზაო შემთხვევის, თუ სხვა მიზეზების გამო, უკვე დაკარგე, მაგრამ თუ იცი, როგორი ტიპის ევაკუატორი გჭირდება, რომელი უნდა გამოიძახო […]
ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს. გიორგიბიანს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ეკავა. მან აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა. მანამდე ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 28 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დათუაშვილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის და დათუაშვილის ქუჩების […]
სააკაშვილი: ჩემი გათავისუფლებისთვის 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ხალხი აწყდება ოფისებს

სულ რამდენიმე დღეში, ჩემი გათავისუფლებისთვის 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. მიუხედავად სიცივისა, წვიმებისა ხალხი აწყდება ოფისებს და სულ მალე ეს რიცხვი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, შეიძლება გაორმაგდეს, გასამმაგდეს. დიდი მადლობა ყველას და რა თქმა უნდა, სოფო ჯაფარიძეს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვება დააინიცირა და ყველა აქტივისტს, ვინც მას ამაში ეხმარება. ხელმოწერების კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელა […]