ICT Association of Georgia-ის ბორდის წევრები თორნიკე სულაბერიძე, გივი სართანია და ნათია სირბილაძე გახდნენ

საქართველოში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის ასოციაციის (ICT Association of Georgia) ბორდის წევრები თორნიკე სულაბერიძე, გივი სართანია და ნათია სირბილაძე გახდნენ. ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე IT-კომპანია Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი და ახლა უკვე ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე წერს.
ახალი სეზონიდან “საბურთალო” “იბერიას 1999”-ის სახელწოდებით იასპარეზებს

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ბენდელას სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი “იბერიას 1999” სახელწოდებით იასპარეზებს. ასევე, “იბერია 1999-ის” პრეზიდენტმა წარადგინა ახალწვეული ფეხბურთელები. დერეკ აგიაკვა – რომლის კარიერაც ,,ტვენტეს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. ნიდერლანდურ კლუბში ასპარეზობის შემდეგ დერეკმა “უოტფორდის” 23-წლამდელთა გუნდში გააგრძელა […]
რატი იონათამიშვილი – არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები

ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანები არ განეკუთვნებიან არც სამოქალაქო ორგანიზაციებს და არც პოლიტიკოსებს – ისინი კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ და ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლონ. “ჩვენ არაერთი შემთხვევა […]
ილია დარჩიაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ფილიპო გრანდის მიულოცა „ლტოლვილთა მეორე გლობალური ფორუმის” წარმატებით ჩატარება 2023 წლის ბოლოს და მიესალმა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობას საქართველოში. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და […]
საგარეო უწყება: საქართველო ემზადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და საქართველო განაგრძობს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, […]
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეკოციდისთვის

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხმების უმრავლესობით დაუჭირეს მხარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას გარემოსთვის ზიანის მიყენების იმდენად სერიოზული შემთხვევებისთვის, რომელთა შედარებაც შეიძლება ეკოციდთან. ეკოსისტემების მოშლა, მათ შორის ტყეების გაჩეხა, მკაცრი ჯარიმებით და თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ეკოლოგიური დანაშაულების თაობაზე ევროკავშირის განახლებული დირექტივის შესაბამისად. ამგვარად, ევროკავშირის ქვეყნები პირველები არიან, რომლებმაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღეს სერიოზული ეკოლოგიური დანაშაულებისთვის. ახლა წევრ ქვეყნებს […]
ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი სამუშაოდ წინა სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. ის მინისტრ ვახტანგ გომელაურის მრჩეველი გახდა. რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ნინო გიორგობიანის დანიშვნის ბრძანებას მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ის ბოლო რამდენიმე დღეა, უკვე მუშაობს ახალ თანამდებობაზე, რომელიც მინისტრისთვის მედიის მიმართულებით რჩევების მიცემას გულისხმობს. ნინო გიორგობიანი თითქმის სამი […]
ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონების შესწავლას გეგმავს – სია

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ბიუროს მიერ გავრცელებულ სიაში 30 ოპოზიციონერია: · თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი · სალომე სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი · გელა მიქაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი · ალექსანდრე მოწერელია – საქართველოს პარლამენტის წევრი · ტარიელ ნაკაიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი · […]
სროლა მარნეულში – დაჭრილია მამაკაცი

მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სროლა მხარეებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
მინდა მჯეროდეს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება შეგნებულად არ ხდება – „ორბი“ კრიტიკას პასუხობს

„მინდა მჯეროდეს, რომ ამ ადამიანების ამოცანა ნამდვილად ბახმაროს განვითარებაა და ალბათ, არ ხდება შეგნებულად დეზინფორმაციის გავრცელება“ – ასე გამოეხმაურა დღეს კომპანია „ორბი ჯგუფი“ პროექტის გარშემო საზოგადოებაში არსებულ ვნებათაღელვას, რომელიც ტერიტორიის ზვავსაშიშროებასა და კურორტის ავთენტიკური გარემოს განადგურების რისკებს უკავშირდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, ზვავსაშიშ ზონებთან მიმართებით კვლევები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ფრანგ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს. […]