A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რომელიც 1 აპრილამდე არ გააქტიურდება სამუდამოდ უქმდება – მერის მოწოდება

A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რომელსაც მფლობელები 1 აპრილამდე არ გაააქტიურებენ ავტომატურ რეჟიმში სამუდამოდ გაუქმდება – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მერის თქმით, გაცემულია ამ ტიპის 35 000-ზე მეტი ნებართვა. აქედან კი, არა აქტიური 20-21 ათასია. “მოგეხსენებათ, გასული წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც საკუთრებაში დააკანონა A კატეგორიის ტაქსის ნებართვები. […]

CSR როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს – თეგეტა ჰოლდინგი 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს

,,თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. დოკუმენტი კომპანიამ გასულ წელს წარადგინა, 2023 წლის CSR აქტივობებიც სტრატეგიის მიხედვით დაგეგმა და განახორციელა. თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებაზე ზრუნვა, – კომპანიაში ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებები ჰოლდინგის ხედვების შესაბამისად განსაზღვრეს. თათია ხორბალაძე, „თეგეტა […]

რუსულმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ სანქცია გასცა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის დაპატიმრებაზე, წერს სახელმწიფო მედია „ტასს“. მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ მამულაშვილი შიდა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. რუსეთი მამულაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ უკრაინაში შეიარაღებული ფორმირება ჩამოაყალიბა და მასში სულ მცირე 24 საქართველოს მოქალაქე გააწევრიანა, რუსეთთან საბრძოლველად. გამოძიების განცხადებითვე, მამულაშვილი ინტერვიუში „დესტრუქციულ და ძალადობრივ“ მოწოდებებს აკეთებდა, […]

მასშტაბური ამნისტიის ინიციატივა – ვინ (არ) უჭერს მხარს კანონპროექტს?

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის – „გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს. „გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს. ინიციატივა ეხებათ უვადო […]

2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. „როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი […]

სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? – გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? – გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს დღეს კიდევ ერთი პროტესტი აგორდა, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს. სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა, ვინ არის ის ჯგუფი და საიდან ფინანსდება, ვინც ორგანიზებას უწევს ამ […]

ლგბტ პროპაგანდა სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა – ვატო შაქარიშვილი

„ლგბტ პროპაგანდა სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა. თუკი ვინმე კიდევ რჩებოდა საქართველოში თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ, ვინც ამას შეთქმულების თეორიას და გამოგონილ საფრთხეს ეძახდა, რეალურად ენტონი ბლინკენის საჯარო განკარგულებით ყველაფერი გაცხადდა და სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა“-ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვატო შაქარიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების […]

მკაფიოდ ვიტყვი, რომ არცერთი ის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში და ტყუილად აქვთ ამის იმედი

მკაფიოდ ვიტყვი, რომ არცერთი ის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში და ტყუილად აქვთ ამის იმედი „ორ ქვეყანაში დანერგეს ვეტინგის სისტემა და ძალიან უარყოფითი შეფასება მიიღო საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიწოდებენ, რომ ეს სისტემა გადმოვიღოთ. პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ ქართული სასამართლო სისტემა უნდა დაემორჩილოს უცხოელებს, […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. ირაკლი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა ნატო-საქართველოს […]

ბიტკოინის ფასმა 58 ათას დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის (BTC) კურსმა წლიური მაქსიმუმი კიდევ ერთხელ დააფიქსირა და Binance-ის ბირჟაზე 58 ათას დოლარს გადააჭარბა. ეს არის მისი ფასის მაქსიმუმი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ. ბიტკოინის კურსის ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულია 2021 წლის 10 ნოემბერს $68.7 ათასი. ბიტკოინი ორ დღეში 7 ათას დოლარზე მეტით გაძვირდა. CoinGecko-ს თანახმად, BTC-ის კაპიტალიზაციამ 1,15 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.