CSR როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს – თეგეტა ჰოლდინგი 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს

,,თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. დოკუმენტი კომპანიამ გასულ წელს წარადგინა, 2023 წლის CSR აქტივობებიც სტრატეგიის მიხედვით დაგეგმა და განახორციელა. თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებაზე ზრუნვა, – კომპანიაში ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებები ჰოლდინგის ხედვების შესაბამისად განსაზღვრეს. თათია ხორბალაძე, „თეგეტა […]
შალვა პაპუაშვილი – ყველა არასამთავრობო, უცხოელი აქტორი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და ითხოვენ „ვეტინგს“, ჯერ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმ „შავი“ კამპანიისთვის, რომელიც უცხოური ფულით აწარმოეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბოდიშის მოხდას მოითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და უცხოელი აქტორებისგან, რომლებიც მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ე.წ. შავ კამპანიას აწარმოებდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ყველა ეს არასამთავრობო, უცხოელი აქტორი, რომლებიც დღეს ამტკიცებენ, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული და ითხოვენ „ვეტინგს“, ჯერ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმ „შავი“ კამპანიისთვის, რომელიც მათ უცხოური ფულით […]
სახალხო დამცველი გერმანიის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებს შეხვდა

28 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ ვინკელ-მაიერ ბეკერს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს აპარატის მანდატი გააცნო; ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმებზე და კანონის უზენაესობის საკითხებზე, პენიტენციურ […]
ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინას, რუსეთსა და ბრიუსელს ეწვევა

ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინას, რუსეთსა და ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ლი ჰუის ვიზიტის მიზანს რუსეთ-უკრაინის ომის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნა წარმოადგენს. უკრაინის, რუსეთისა და ბელგიის გარდა, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა. ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, […]
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე […]
კალაძე: ვესაუბრე კობახიძეს, თბილისს 40 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება

თბილისს 40 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება – ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “160 ერთეული ავტობაუსი უკვე შესყიდულია, რომელიც ეტაპობრივად შემოდის, 50 ერთეული უკვე თბილისშია, ჩვენ დავიწყეთ ეტაპობრივად უკვე ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად შევარჩიეთ 4 ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო დატვირთვა, პირველ რიგში, ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა” […]
ზურაბიშვილი: ვიცით, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში საქართველოში რუსეთის გავლენებზე, ქვეყანაში მოქმედ პრორუსულ ჯგუფებსა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, ღელავს თუ არა იმაზე, რომ რუსეთს საქართველოზე ისევ დიდი გავლენა აქვს. “რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ. ეს გვაწუხებს, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი […]
დნმ-ით დადგინდა, რომ მომაკვდავი კაცი იყო პირი, რომელსაც იაპონიაში 1970-იანებიდან ეძებდნენ

დნმ-ის ტესტმა დაადგინა, რომ მომაკვდავი კაცი, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებდა, რომ იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილი იყო, სიმართლეს ამბობდა. სატოში კირიშიმამ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს საკუთარი ვინაობა გაამჟღავნა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ სიკვდილთან ნამდვილი სახელით შეხვედრა სურდა. რამდენიმე დღეში კი ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილობრივი პოლიცია დნმ-ის ტესტის პასუხზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ 70 წლის […]
ატალი ლე პენს: თქვენ რომ გაგემარჯვათ, ახლა იარაღს რუსეთს მივაწვდიდით უკრაინელების გასაჟლეტად

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა პარლამენტში უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხზე ისაუბრა და მარინ ლე პენს მიმართა. მისი თქმით, 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენს რომ გაემარჯვა ახლა საფრანგეთი იარაღს უკრაინის ნაცვლად რუსეთს მიაწოდებდა. “თქვენ იცავდით სამხედრო ალიანსს რუსეთთან. სულ რაღაც ორი წლის წინ ეს თქვენს პროგრამაში იყო. თქვენ რომ გაგემარჯვათ, ჩვენ ახლა უკრაინას კი […]
EUAA: EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რიცხვი ბოლო 7 წელში რეკორდულ დონემდე გაიზარდა

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ინფორმაციით, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა რიცხვმა გასულ წელს, 2015-16 წლების მიგრანტების კრიზისის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. EUAA-ს მიერ დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში გასულ წელს თავშესაფრის მოთხოვნის 1.14 მილიონი განაცხადი შევიდა, რაც 18%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს და ბოლო შვიდი წლის პერიოდში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. […]