გარდაიცვალა ნიკოლაი რიჟკოვი, სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ცნობით, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი რიჟკოვი, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ სხვა რუს მოხელეებთან ერთად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. რიჟკოვის დაკრძალვის თარიღი და ადგილი ჯერ არ არის დადგენილი. “ტასს-ის” ინფორმაციით, რიჟკოვთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიებების ორგანიზებაში პარლამენტის ზედა პალატა მიიღებს მონაწილეობას. · ნიკოლაი რიჟკოვი 1985-1991 წლებში, მიხეილ გორბაჩოვის […]

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარით დააჯარიმეს

ფოთის სასამართლომ კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა […]

კალაძე: დედაქალაქის გერბისა და დროშის კონკურსში გამარჯვებული 10 000 ლარით დასაჩუქრდება

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს მერიაში განცხადების წარდგენა მიმდინარე წლის 1 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. გამარჯვებული ნიმუშების ავტორი 10 000 ლარით დასაჩუქრდება. “როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან. კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა […]

ტაქსის 1-ელ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვის აღდგენა შეუძლებელი იქნება – თბილისის მერია

პირველ აპრილს ტაქსების გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა […]

ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება

ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება – თუ პარლამენტი “გირჩის” ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება. შემოთავაზებული ვერსიით, სასჯელის შემცირება, ან ციხიდან გათავისუფლება ნარკოდანაშაულის გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების მუხლებზეც ვრცელდება. სწორედ ამ მუხლებით იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ინიციატივას მხარს უჭერენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და დამოუკიდებელი დეპუტატები. ენმ-ის წევრი, […]

“ცესკომ უნდა უზრუნველჰყოთ, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება გამჭვირვალედ დათვლილი” – აშშ–ის ელჩი

აშშ-ს ელჩმა პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა და თქვა: ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ბრიუსელში გამზავრება, რათა მესაუბრა […]

აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა

ცნობილმა არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, მან კარიერა 2021 წელს გულის პრობლემების გამო დაასრულა, რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ექიმმა ფეხბურთის თამაშის უფლება დართო. ამის შემდეგ მედიაში დაიწერა, რომ “კუნმა” “ინდეპენდიენტეში” ვარჯიში დაიწყო, რაც “სიტის” ყოფილმა თავდამსხმელმა უარყო. “კარდიოლოგმა მართლაც მითხრა, რომ კარგად ვარ, მაგრამ სიცრუეა თითქოს რომელიმე […]

რა ღირს საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეების, საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩის ბილეთები – Vesti.kz დეტალებზე

Vesti.kz წერს, რომ საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, რომელსაც 21 მარტს ათენის 32 5000 ადამიანზე გათვლილი OPAP Arena უმასპინძლებს. აღნიშნული წყაროს ცნობით, ბილეთების ფასი 20-დან 60 ევროს ჩათვლითაა, მაგრამ 12 წლამდე ბავშვებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის უკეთესს დაუპირისპირდება და ევრო 2024-ზე გამსვლელის ვინაობას გაარკვევს. ინფორმაციისთვის, […]

ვინ რამდენს ხარჯავს მეტას პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამაში – ISFED-ის მიმოხილვა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს იმ გვერდების სიას, რომლებმაც 2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 23 დეკემბრამდე მეტას პლატფორმებზე ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა განათავსეს. ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, რაც წინა კვარტალზე 288-ით მეტია. მოცემულ პერიოდში მეტას რეკლამების ბიბლიოთეკაში ამ გვერდების მიერ განთავსებული […]

Pepperboy – პანაზიური სამზარეულოს და მიქსოლოგიის ჰაბი თბილისში, თიბისისთან პარტნიორობით გაფართოებას გეგმავს

აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე აზიური კულინარია – სტანდარტული სწრაფი კვებიდან ორიგინალური კონცეფციის რესტორნებამდე – უხვადაა წარმოდგენილი. აზიური კერძებით უბრალოდ წახემსება თუ მათი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილად ქცევა, თბილისში იოლად შეიძლება, თუმცა რესტორან Pepperboy-ს ამ მრავალფეროვნებაშიც გამორჩეული ადგილი […]