“მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო პოლიტიკაში” – ზურა დათუნაშვილი ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება, ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში: “მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად”
უკრაინა: უკანასკნელ 24 საათში კიდევ 4 რუსული დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების თავზე ოთხი რუსული შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდეს. უკრაინული რეგიონების მიმართულებით დრონები რუსული ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკისგან გაუშვეს. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან და ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით ხუთი С-300 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინული მხარე […]
ვატო სურგულაძე ზურაბ აზარაშვილზე – ასეთი ცუდი და არაფრის გამკეთებელი მინისტრი არ მახსოვს, არა იმიტომ, რომ განზრახ უნდოდა ასე, არამედ არ იცოდა, რა გაეკეთებინა – ჯანდაცვის სისტემა სრულად ჩააგდო

ნებისმიერი დარგის მინისტრს ორი რამ მოეთხოვება – ეს არის საგნის ცოდნა და კომუნიკაცია. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს არც ერთი ჰქონდა და არც მეორე – ამ ადამიანმა ჯანდაცვის სისტემა სრულად ჩააგდო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ზურაბ […]
პანეტა: “თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება”

კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება” – ლეონ პანეტა, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბრობს. „ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატოს […]
ალეკო ელისაშვილი – გული მიგრძნობს, არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად – ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი

მე რომ კანონპროექტს ვამზადებ, მათ არ ვეძახი, ან ისინი რომ ამზადებენ არავის ეძახიან, თვითონ ამზადებენ და აინიცირებენ კანონპროექტს – რაღაც დებილობა მოიგონეს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ თავიანთ სისულელეებში და გაიტანონ ბოლომდე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეებისთვის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასა და უმრავლესობის შეთავაზებას, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო […]
ზელენსკი: დასავლეთ ბალკანეთის ლიდერები უკრაინას საბრძოლო მასალებს მიაწვდიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 თებერვალს განაცხადა, რომ ტირანაში გამართულ სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან მისი შეხვედრები უკრაინის არმიას დაეხმარება მიიღოს საარტილერიო ჭურვები, რომლებიც მას ესაჭიროება რუსეთის ძალების მოსაგერიებლად. ზელენსკის თქმით, მისი ქვეყნის ძალები საარტილერიო მასალებს მიიღებენ თავდაცვის სფეროში ახალი ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებსაც მან მიაღწია ალბანეთის სამიტზე. “ყველა შეხვედრას და ყველა დღეს საიმისოდ ვიყენებთ, რომ ჩვენს […]
ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით სადოქტორო საფეხურზე გადასვლა ვერ მოხერხდება – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უნივერსიტეტებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, განახორციელონ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, თუმცა ეს არ ეხება ყველა მიმართულების საბაკალავრო პროგრამას. როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ბიზნესის მიმართულების საბაკალავრო პროგრამებს. „ჩვენი გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტების რექტორების ფართო ჩართულობით, მივიღეთ ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, პრაქტიკას. პირველად შემოგვაქვს უმაღლეს […]
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილა

თამარ ტყეშელაშვილმა და ადრიან ფოზარდმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმაონ პარტნიორული ურთიერთობები სამართლის უზენაესობისა და საჯარო სერვისების გაცემის სფეროებში და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი ინოვაციური პროექტის – „მობილური იუსტიციის სახლის” შესახებ. […]
ნატოს ბირთვული შემაკავებელი ძალა ფინეთზეც უნდა გავრცელდეს, ამბობს ახალი პრეზიდენტი

ნატოს ბირთვული შემაკავებელი მექანიზმი ფინეთისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტაბმა პარასკევს, თანამდებობის დაკავებისას. სტაბმა პოსტი 11 თებერვალს გამართულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. კენჭისყრის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს, სტაბმა თქვა, რომ მზად იქნება ნება დართოს ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებას ფინეთის გავლით – თუმცა იარაღი იქ არ შეინახება. როდესაც პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს მისი შეხედულებების შესახებ […]
მექსიკაში საარჩევნო კამპანია დაიწყო

მექსიკის საპრეზიდენტო კანდიდატები 1 მარტს ივნისის არჩევნებისთვის კამპანიას იწყებენ. რბოლაში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს. ორივე, მმართველი და ოპოზიციური კოალიციის წამყვანი კანდიდატი ქალია და შედეგად ლათინური ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყნის სათავეში პოსტს ქალი პირველად დაიკავებს. მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი, რომელიც კენჭს იყრის კოალიციის ეგიდით, რომელსაც ხელმძღვანელობს ამჟამინდელი პრეზიდენტის ანდრე მანუელ ლოპეს ობრადორის მემარცხენე პარტია “მორენა”, […]