რამდენი მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოს რკინიგზამ 2023 წელს

2023 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა და მან 2,283,300-ს მიაღწია. ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მგზავრთნაკადის პიკური მაჩვენებელია, თუმცა ის მაინც ჩამოუვარდება 2019 წელს არსებულ მგზავრთნაკადს, რაც 3 მილიონ მგზავრს შეადგენდა. საქართველოს რკინიგზას ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 9 თვის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც სამგზავრო გადაყვანებიდან კომპანიამ 33 მილიონი ლარის […]
Sainsbury’s-ი ხარჯების შემცირების მიზნით 1500 სამუშაო ადგილს აუქმებს

Sainsbury’s-ი, სუპერმარკეტების სიდიდით მეორე ქსელი გაერთიანებულ სამეფოში, ხარჯების შემცირების მიზნით, 1500 სამუშაო ადგილს აუქმებს. კომპანიის აზრით, ამ გადაწყვეტილებით, 1 მილიარდი ფუნტი დაიზოგება სამი წლის განმავლობაში. Sainsbury-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საიმონ რობერტსმა შეაჯამა ცვლილებები, როგორც მისი სტრატეგიის შემდეგი ნაწილი, რათა მიაწოდოს ღირებულებები და კარგი მომსახურება მომხმარებლებს, „რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების“ მიღებისას. ”ვიცი, რომ დღევანდელი სიახლე შემაშფოთებელია დაზარალებული […]
ეს ნახატი მაშინ აჩუქა დავით ლორთქიფანიძემ სააკაშვილს, როცა ამ უკანასკნელს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა – ნინო მიქიაშვილი

ეს ნახატი მაშინ აჩუქა დავით ლორთქიფანიძემ სააკაშვილს, როცა ამ უკანასკნელს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა – ნინო მიქიაშვილი ეს ნახატი მაშინ აჩუქა დავით ლორთქიფანიძემ სააკაშვილს, როცა ამ უკანასკნელს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ლორთქიფანიძე მაშინ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი იყო და დღესაც ასე ითვლება.”- წერს ჟუნრლიასტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში. ესაა ლადო გუდიაშვილის „ძველთბილისური ქეიფი“. ჩემ მიერ მოპოვებული […]
სუნაკი: შეგიძლიათ მოითხოვოთ სამოქალაქო პირების დაცვა, მაგრამ არა ძალადობრივი ჯიჰადი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა დაუნინგ სტრიტიდან მიმართვისას ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ, ძირითადად პროპალესტინურ პროტესტებზე თქვა, რომ ექსტრემიზმთან დაკავშირებული კრიმინალი “შოკისმომგვრელად” იზრდება, პარლამენტის წევრები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. სუნაკის თქმით, ხალხს შეუძლია მსვლელობის თავისუფლად მოწყობა მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებათა დაცვა, თუმცა არა “ძალადობრივი ჯიჰადისკენ” მოწოდება. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა დაასახელა აქტივისტების მიერ სლოგანის […]
ანტი-ინფლაციური პოლიტიკა კარგი მაგალითია, თუ როგორ კარგ შედეგს გვაძლევს კოორდინაცია ეკონომიკურ პოლიტიკაში – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. პანელურ დისკუსიაზე – “საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები” სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ქვეყნის ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოზე და გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად კი ინვესტიციები დაასახელა. “ინფლაცია გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული, მიზნობრივ […]
ბათუმში ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ

ბათუმში პატივი მიაგეს ალექსეი ნავალნის ხსოვნას. სოლიდარობის აქცია ხალხმრავალი იყო, მონაწილეები ძირითადად ბათუმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ისინი მდუმარედ გამოხატავდნენ მწუხარებას. ერას მოედანზე, მედეას ძეგლთან აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს; გამოფინეს გარდაცვლილი პოლიტიკოსების, ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის ფოტოები. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა, ისინი სამძიმარს უცხადებდნენ გარდაცვლილის ოჯახს: […]
ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ერთვება. ამის შესახებ ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალ გუნდთან ერთად ჩაერთვება. “მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. […]
Moody’s-ის პროგნოზით, 2024 წელს თურქეთის ეკონომიკა 2,5%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო კომპანია Moody’s თურქეთის ეკონომიკურ ზრდას 2024 წელს 2,5%-ით პროგნოზირებს. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი, სათაურით „G20-ის ეკონომიკის ზრდა 2024 წელს დაბალ დონეზე სტაბილიზდება“. სააგენტოს ცნობით, 2025 წლისთვის თურქეთის მშპ 3%-ით გაიზრდება. ანგარიშის მიხედვით, პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკა გადავიდა დაბალანსებულ მდგომარეობაში, რასაც თან ახლავს განვითარებულ და განვითარებად ბაზრებზე ეკონომიკური აქტივობის სტაბილური ნორმალიზება. აშშ-ის […]
დევიდ კამერონი – ისრაელი ვალდებულია ღაზას მოსახლეობამდე გაცილებით მეტმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს

ისრაელი ვალდებულია ღაზას მოსახლეობამდე გაცილებით მეტმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა. კამერონმა კომენტარი გააკეთა გუშინდელ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 107 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, „სასწრაფო გამოძიება და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს“. „არ შეგვიძლია გუშინდელი […]
ეროვნული ლიგა დაიწყო – ბათუმის “დინამომ” “კოლხეთს” სძლია

საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ მატჩით გაიხსნა. ტრიბუნები არ გაივსო, ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახობრივი, პირველ ტაიმში მასპინძლები სენეგალელმა ნახევარმცველმა გომისმა დააწინაურა, რომელიც შეხვედრის დაწყების წინ სტადიონზე სხვა ახალწვეულებთან ერთად წარადგინეს. შესვენების შემდეგ თამაში უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა. მეორე […]