ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას. ადგილზე შეკრებილებმა შენობის წინ დაალაგეს ყვავილები და დაანთეს სანთლები. ალექსეი ნავალნისადმი ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმშიც, ევროპის მოედანზე. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დღეს, პირველ მარტს დაკრძალეს მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე. იგი არქტიკაში მდებარე ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. პოლიციამ […]
ბრიტანეთის ქალაქების ნახევარი შესაძლოა გაკოტრდეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქების საქალაქო საბჭოების ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა გაკოტრდნენ. მათგან 10%-მა განაცხადა, რომ გაკოტრებას უკვე მომდევნო ფინანსურ წელს ელოდება. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების საინფორმაციო განყოფილების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს. მერიების ფინანსური კრიზისი დაკავშირებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხარჯების შემცირებასთან, სარისკო ინვესტიციებთან და მაღალ ინფლაციასთან, რაც ერთობლიობაში მუნიციპალიტეტების ვალებს ზრდის. […]
ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს

ბულგარეთი 1-ელი მარტიდან რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული საინფორმაციო სააგენტო BGNES-ი ავრცელებს. „დღეიდან ჩვენს ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა შედის ძალაში, მას შემდეგ რაც 1-ელ იანვარს ასევე აიკრძალა რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი”, – ნათქვამია განცხადებაში. აკრძალვის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა. 2023 წლის შუა პერიოდიდან ბულგარეთის პარლამენტში დებატები […]
სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

სასამართლოს დარბაზში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ადვოკატი ია რეხვიაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს. „ქალბატონი ია თითქმის 30 წელი ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, — წერს დავით ასათიანი თავის ფეისბუკგვერდზე.
დავით უსუფაშვილი – მე ვარ ადამიანი, რომელმაც მოვაწერე ხელი ამნისტიას პრეზიდენტის ნაცვლად, რადგან სააკაშვილმა მაშინ არ მოაწერა ხელი – მთლიანად არა, მაგრამ მაშინდელი ამნისტიის ერთი ნაწილი აღმოჩნდა შეცდომა

ამნისტიას თუ ვინმე იმიტომ აკეთებს, რომ მიზნად და ამოცანად სააკაშვილისთვის რამე შემსუბუქება აქვს, ამაზე არასწორ, არასახელმწიფოებრივ, არასაზოგადოებრივს ვერ გააკეთებ ადამიანი, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ამნისტიის აქტს მხარს არ უჭერენ, რადგან […]
,, ეს გირჩი ტყუილად ითხოვს იარაღის ტარებას, დააქვთ პრაქტუკულად” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს: ,,ბოდიში, ლირიული გადახვევა: ვიფიქრე ბავშვებს რეიტუზებს ვუყიდი სითი მოლში თქო და იმხელა ფრჩხილი ქონდა მოლარეს, გახია-დაჭრა ყველაფერი. ეს 25 მეტრიანი კაწაწები როდის გადავა ნეტა? არ აქვს ვადა? 😄 ეს გირჩი ტყუილად ითხოვს იარაღის ტარებას, დააქვთ პრაქტუკულად”
,,ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში, ნუ მისცემთ უფლებას არასრულწლოვნებს, გადადგან საბედისწერო ნაბიჯი“ – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: ,,ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში, ნუ მისცემთ უფლებას არასრულწლოვნებს, გადადგან საბედისწერო ნაბიჯი… ნუ შეუწყობთ ხელს მათ დაღუპვას და განადგურებას… ისინი მერე სხვებს გაანადგურებენ, ვითომ ლოცვა-კურთხევის და მორჩილების სახელით!.. რა უნდა მასწავლოს 18 წლის არქიმანდრიტმა, თვითონ არაფერი იცის… სულიერებას თავი დავანებოთ, წერა-კითხვის უცოდინრები რომ ხდებიან მონასტრის წინამძღვრები და ანაფორის ფრიალით, მრისხანე გამოხედვით, […]
,,ნავალნის დაკრძალვაზე ერთი მოზრდილი ქართული ქელეხის ოდენობა ხალხი მივიდა“ – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ნავალნის დაკრძალვაზე ერთი მოზრდილი ქართული ქელეხის ოდენობა ხალხი მივიდა. ნეტა ერთი თავს არ ვიტყუებდეთ ამ ბოდვებით ლიბერალური რუსეთის შესახებ”
ფონიჭალა-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალა-რუსთავის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მახინჯაურში ხანძარია – არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა

მახინჯაურში ტყესთან ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ამასთან, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საშიშროება არ არის.