თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, დროა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. “ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას. როგორც ჩანს, ორივე მხარემ მიაღწია იმ შედეგების ზღვარს, რომლის მიღწევაც ომის გზით შეუძლიათ“, – წერს ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში. ამასთან, მისი თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და […]

პარლამენტთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„მინდა ვიცოცხლო“ – ამ სახელწოდებით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ორგანიზებით, ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის. ასევე, ისინი […]

სტალინი მყარად დგას კვარცხლბეკზე

სტალინის ძეგლს გორში, ხელისუფლებამ რეაბილიტაცია ჩაუტარა და დატოვა პარკში, სამწლიანი რემონტის შემდეგ. სტალინის ძეგლითურთ, პარკის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, მსოფლიო ბანკიდან.

ოდესაში რუსული დრონი 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი

უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის იერიშს 7 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, რუსული დრონი 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2 მარტს რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში განახორციელა. მისივე თქმით, „ეს არის ტერორი, რომლის მიზანიც მხოლოდ ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა და დაშინებაა“.

იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს. ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

ოდესაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეათე ცხედარი ამოიყვანეს – ის ჩვილია

2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. მაშველებმა 9-სართულიანი შენობის ნანგრევებში ჩვილის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 8 თვის იყო, მისი ცხედარი კი ქალის გვერდით იყო ნაპოვნი. “ისინი ჩახუტებულები იყვნენ”, – აცხადებს უწყება. 2 მარტს ღამით, რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. […]

„ჰამასის“ მაღალჩინოსანი – ზავის მიღწევა 24-48 საათშია შესაძლებელი, თუ ისრაელი ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

თუ ისრაელი დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში. ამის შესახებ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა. „ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა მარხვის თვე), რომელიც […]

სოფო ჯაფარიძე – ხვალ სალომე ზურაბიშვილთან ასიათასობით ხელმოწერას მივიტანთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ბაჩანა შენგელიასთან ერთად, ანაკლიაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, უამრავი ადამიანი სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს. „ზუგდიდში ხელმოწერების კამპანია გრძელდება. ბაჩანა შენგელიასთან ერთად ახლა ანაკლიაში ჩამოვედი, შევხვდი მოსახლეობას. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელს აწერენ. მათი პოზიცია არის ერთი- […]

მეუფე შიო – ღმერთი არის სიყვარული – როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა

ღმერთი არის სიყვარული… იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს… როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა,-ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცოდვა თავისი ბუნებით უცხოა ჩვენთვის, რადგან ადამიანში ჩადებულია ხატება და მსგავსება ღვთისა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და […]

ზურაბიშვილი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიმართულებით – დავით ბერძენიშვილი

რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო თანხვედრა მაქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციებთან.”– განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა 29 თებერვალს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას. “ზურაბიშვილი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიმართულებით. არჩევნების დროს მნიშვნელოვანი იქნება მისი პრეზიდენტობა და არა ის როგორც პრემიერობის კანდიდატი. ადეკვატურია სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სააკაშვილთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ სალომე […]