ზურაბიშვილი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიმართულებით – დავით ბერძენიშვილი

რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო თანხვედრა მაქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციებთან.”– განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა 29 თებერვალს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.
“ზურაბიშვილი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიმართულებით. არჩევნების დროს მნიშვნელოვანი იქნება მისი პრეზიდენტობა და არა ის როგორც პრემიერობის კანდიდატი.
ადეკვატურია სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სააკაშვილთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებს. სააკაშვილის გათავისუფლება ოპოზიციის გამარჯვებაზე გადის.”– განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- რასაც ნოდარ მელაძე აკეთებს, ჟურნალისტიკასთან კავშირში არ არის