მარნეულის მერმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, პირველ მოადგილესთან, როინ დეკანოიძესთან ერთად, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს 3 მარტი მიულოცა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს, გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შვილების წარმატებით სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, რომლებმაც […]

ინგუშეთში მოკლულია 6 შეიარაღებული, გამოცხადდა კონტრტერორისტული რეჟიმი

3 მარტს ღამით, ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაქში სპეციალური ოპერაციის ფარგლებში 6 შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც “ტერორისტული დანაშაულის ჩადენას განიზრახავდნენ”. ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იყო გამოცხადებული. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო გამოცემა ТАСС-ს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მიაწოდა. კომიტეტის თანახმად, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში შეაჩერეს “ბანდიტების ჯგუფი, რომლებიც რეზონანსული ტერორისტული დანაშაულის ჩადენას განიზრახავდნენ”. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები […]

“საქართველოში ჩინურენოვანი გიდების სიმცირეა”-სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია

რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის მიმართულებით უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში. გასული წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის მოხსნა. გადაწყვეტილების ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ ჩინურენოვანი გიდი და საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტურისტულ ნაკადებზე არსებითი […]

,,დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს”- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, დროა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. “ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას. როგორც ჩანს, ორივე მხარემ მიაღწია იმ შედეგების ზღვარს, რომლის მიღწევაც ომის გზით შეუძლიათ“, – წერს ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში. ამასთან, მისი თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და […]

ისრაელმა „ჰამასის“ 50-ამდე ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში „ჰამასის“ დაახლოებით 50 ობიექტზე საჰაერო თავდასხმების ტალღა განახორციელეს. თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, შენობებს, რომლებსაც „ჰამასი“ იყენებდა, ტანკსაწინააღმდეგო გამშვებ პოზიციებსა და დანაღმულ შენობებს. თავდასხმების ტალღის შემდეგ, ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოულოდნელი შეტევა დაიწყეს „ჰამასის“ ობიექტებზე და დაჯგუფების მებრძოლები გაანადგურეს. თავდაცვის ძალების ცნობით, ინტენსიური ბრძოლები დღესაც გრძელდება. […]

„მინდა ვიცოცხლო“ – ონკოპაციენტები კიდევ ერთხელ მიმართავენ მთავრობას

„მინდა ვიცოცხლო“ – საქართველოს პარლამენტთან ამ გზავნილით გაიმართა ონკოპაციენტების აქცია, რომლის ორგანიზატორიც იყო ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“. “ჩვენ ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე!”, “მხარდაჭერა ონკოპაციენტებს”, “მინდა სიცოცხლე დამიდექით გვერდით”, – პარლამენტის წინ შეკრებილ ონკოპაციენტებს ხელში პლაკატები ეჭირათ ამ გზავნილებით. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის […]

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადამ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ახალი სანქციების ქვეშ მოექცა ექვსი თანამდებობის პირი, პროკურატურიდან, ასევე სასამართლოდან. სანქციები დაუწესდა იმ ციხის წარმომადგენლებს, სადაც ნავლნი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება

ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობას „ჰამასთან“ მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში დასდეს ბრალი და ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130-ზე მეტი ისრაელელის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიციამ აქციის 7 მონაწილე დააკავა.

ისრაელის სამხედროებმა დაასრულეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან ათეულობით მოქალაქის სიკვდილის მიზეზის წინასწარი კვლევა

გასულ კვირაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან პალესტინელი მშვიდობიანი ათეულობით მოქალაქის სიკვდილის მიზეზი წინასწარი კვლევის შედეგით, ჭყლეტაა. მათი უმეტესობა ჭყლეტაში დაიღუპა, განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა 3 მარტს. არმიის პრესმდივნის, კონტრ-ადმირალ დანიელ ჰაგარის თანახმად, დაწყებულია ინციდენტის უფრო გულმოდგინე გამოძიება, რომელსაც აწარმოებს „დამოუკიდებელ და პროფესიონალ ექსპერტთა ორგანო“. მისი თქმით, დასკვნა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ისრაელზე ზეწოლა გაძლიერდა 29 თებერვალს ღაზის […]

გასულ წელს, შემოსავალი 140%-ით გავზარდეთ – ირაკლი ბიწკინაშვილი DataMind-ზე

დიდი მონაცემები – ჩვენი დროის “შავი ოქროა”, რადგან კომპანიები, რომლებიც მონაცემებს აგროვებენ და სწორ ანალიზს უკეთებენ, შეუფასებელ ინფორმაციას ფლობენ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანიებს მომხმარებელთა ქცევის განზოგადება შეუძლიათ, რაც დიდ კომპანიებს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება – ეს კი, როგორც წესი, კომპანიის შემოსავალსა და ეფექტიანობაზე დადებითად აისახება. ამ მიმართულებით ქართული სტარტაპი DataMind-ი ვითარდება, რომელიც მის კლიენტ ბანკებსა […]