ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება – ამინდი დღეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 -8 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ; დღის ბოლოს დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით +6, […]

ნახეთ, რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 6 მარტს – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6586;1 ევრო – 2.8851;1 ფუნტი – 3.3730;1 ლირა კი 0.0841 ლარი ეღირება.

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება – ელდინო საღარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება – ელდინო საღარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე ახალგაზრდებში ბოლო დროს ძალიან ბევრი მომხრე გაუჩნდა ლგბტ პროპაგანდას იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდები დახარბდნენ უცბად შემოტანილ სიტყვას – თავისუფლება, რომელსაც განუმარტავდნენ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები, როგორც რაც გინდა აკეთე, – ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა, ელდინო საღარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მსახიობი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივას […]

„სახელმწიფოს მიერ საკეისრო კვეთების დაფინანსება კი არ უნდა შეწყდეს, კონტროლი უნდა იყოს სწორი“ – ლევან კობერიძე

„სახელმწიფოს მიერ საკეისრო კვეთების დაფინანსება კი არ უნდა შეწყდეს, კონტროლი უნდა იყოს სწორი“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსების არასწორი კონტროლის და მოხმარების გამო, ერთის მხრივ, კლინიკები სცოდავენ, მეორეს მხრივ – სახელმწიფო არ აკონტროლებს. „სახელმწიფო დაფინანსების არასწორი კონტროლის და მოხმარების გამო, ერთის მხრივ, კლინიკები სცოდავენ, მეორეს მხრივ – […]

რა სფეროში ირღვევა ყველაზე ხშირად მომხმარებელთა უფლებები და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა საკუთარ უფლებებზე? – ინტერვიუ ირაკლი ლექვინაძესთან

მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად ონლაინ ვაჭრობის სფეროში ირღვევა – საკითხების უმრავლესობა ნაკლიანი ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე მოდის. ასევე, პრობლემურია „ფეიქ“ გვერდების საკითხი, როდესაც მომხმარებელთა მხრიდან თანხის მიღების შემდეგ, ისინი, მომსახურების გაწევის გარეშე, უბრალოდ ქრებიან. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის 1-ელ მარტამდე, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში 715 განცხადება შევიდა. სააგენტომ […]

ირაკლი ლექვინაძე – მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 65% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 65% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება – საქმეების 70%-ზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება ფორმდება, რაც მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის უფლების აღდგენასა და სავაჭრო პოლიტიკის გასწორებას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შედეგად მომხმარებლების სარგებელი […]

რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა

უკრაინაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსეთის მასირებული შეტევის გამო გასულ ღამით გამოცხადებული საჰაერო განგაში. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ოდესის, სუმის და ხმელნიცკის ოლქებში. ხელისუფლება შედეგებზე ჯერჯერობით ბევრს არაფერს იუწყება. ცნობილია, რომ ქალაქ ოდესის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო ქალაქის სამ სხვადასხვა რაიონში და […]

სუპერ სამშაბათს ტრამპმა პრაიმერიზი 12 შტატში მოიგო, ჰეილიმ – მხოლოდ ერთში

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო პრაიმერიზში სუპერ სამშაბათს გაიმარჯვა 12 შტატში, მათ შორის ტეხასში, ვირჯინიასა სა ჩრდილოეთ კაროლინაში. მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ 5 მარტის პრაიმერიზში მხოლოდ ვერმონტში გაიმარჯვა. აქამდე, გასულ დღეებში ნიკი ჰეილიმ პრაიმერიზის პირველი გამარჯვება კოლუმბიის ოლქში, ანუ დედაქალაქ ვაშინგტონში მოიპოვა. ჯერჯერობით ითვლება უტას შედეგები და უცნობია ალასკას პრაიმერიზის რეზულტატიც. ე.წ. სუპერ […]

ქვეყნის მასშტაბით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა და ვაკანტურ თანამდებობაზე ნული განაცხადია შესული. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია 2 მარტს დასრულდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია […]

სერგეი ნარიშკინი – უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა

უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ევროპის ლიდერების, „ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობის მაღალ დონეს აჩვენებს“. „რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის დანახვა, დაკვირვება და გაგება, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში მოქმედი ელიტების მოლაპარაკების უნარი ძალიან დაბალ დონეზეა. უფრო […]