ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები გაანადგურეს

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული სამი დრონი და სამი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეს ამერიკული გამანადგურებელი USS Carney წარმოადგენდა. იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა, იაია სარიმ ამერიკულ გამანადგურებელზე თავდასხმა დაადასტურა. „არ შევჩერდებით იქამდე, სანამ აგრესია არ […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რა შემთხვევაში არ უნდა ენდონ მომხმარებლები ონლაინ ვაჭრობის გვერდებს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დირექტორი ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რა შემთხვევაში არ უნდა ენდონ მომხმარებლები ონლაინ ვაჭრობის გვერდებს. როგორც ლექვინაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რეკომენდაციაა, რომ მომხმარებლები ნაკლებად ენდონ ისეთ ონლაინ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში ისეთი ტიპის შეთავაზებებს, სადაც მფლობელის იდენტიფიცირება არ ხდება. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ, ესა თუ […]

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ყოველწლიურ – „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ – “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს. კონფერენცია “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება, ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მხარდამჭერები არიან: National Endowment for Democracy (NED), ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველო, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და შვედეთის საელჩო საქართველოში. ორგანიზატორების განცხადებით, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონში, სადაც […]

ირაკლი ლექვინაძე – არსებობს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, ასევე რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი

არსებობს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, ასევე რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ხშირად იქმნება მედიკამენტებზე ხელოვნური მოთხოვნა, რის გამოც წამლები პაციენტებს გაზრდილი ფასით მიეწოდება. „გვქონდა მონიტორინგი [ფარმაცევტულ ბაზარზე], სადაც ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც […]

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თანამშრომლების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 2024 წლის 1 მარტს, დაკავებულ […]

სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, […]

დღეს წმიდანნი ცხრა ყრმა კოლაელნის ხსენების დღეა

წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის. სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო. ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს […]

4 კანონში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს გუშინ წარუდგინა. სხდომას ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ დაესწრო და განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. მმართველ პარტიაში კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს აფასებენ და აცხადებენ, რომ ისინი […]

დღეიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

სკოლებში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. სარეგისტრაციო პროცესი ოთხ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი, რომელიც დღეს დაიწყება და 20 მარტამდე გაგრძელდება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციას გულისხმობს. რეგისტრაციის პროცესი სრულად 12 ივლისს დასრულდება. ზოგადი განათლების შესახებ კანონში მიღებული ცვლილების თანახმად, პირველ კლასში რეგისტრაციას ყველა ის მოსწავლე შეძლებს, რომლებსაც პირველ დეკემბრამდე უსრულდება 6 წელი.

ვეტო უნდა დაიძლიოს, რადგან სრულ აბსურდში ვვარდებით – ვოლსკი

მიმდინარე კვირას პარლამენტში პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიონ. საარჩევნო კოდექსზე 11-გვერდიანი მოტივირებული შენიშვნები სალომე ზურაბიშვილმა კანონმდებლებს გუშინ გადაუგზავნა. ის მიუღებლად მიიჩნევს ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმებას, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. გაკრიტიკებულია სხვა პუნქტებიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებებს აცდენილია. “ვეტო აუცილებლად უნდა დაიძლიოს, […]