თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

6 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძის, […]

„საფერები“ გაფართოებას და ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

კომპანია „საფერები“ ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა. ორი მეგობრის მიერ დაწყებულმა საქმიანობამ, ბიზნესის სახე მიიღო. ნივთები სახლში მოწყობის სახელოსნოში მზადდება, თუმცა იგეგმება „ვორქშოპის“ გახსნაც, სადაც მომხმარებლები თავად შეძლებენ ნივთების მოხატვას. ასევე, გაზაფხულზე ფიზიკური მაღაზიაც გაიხსნება. კომპანიის თანადამფუძნებლის, თამარ ლორიას თქმით, ნივთები იყიდება როგორც ონლაინ, ასევე რამდენიმე საჩუქრების მაღაზიაშიც. „საფერები გაჩნდა 2 წლის წინ. არც გვქონია […]

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს პრეზიდენტი, ელვის ამოროსო ავრცელებს. „საარჩევნო საბჭომ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა წინადადება შეაფასა, რომელიც ყველა კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ტექნიკურ მოთხოვნას ითვალისწინებს“, – განაცხადა ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს პრეზიდენტმა. მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო კენჭს ხელახლა იყრის, ხოლო ოპოზიციური კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობა […]

არჩევნების უსაფრთხოება ამერიკაში

შეერთებული შტატების საარჩევნო უბნებზე სჯერათ, რომ ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელ ამომრჩეველთა ხმა სრულიად დაცულია. „ამერიკის ხმა“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვია, სადაც მომავალ არჩევნებზე მომუშავე ოფიცერთა ტრეინინგები დაიწყო.

„ჩირინა“ მზესუმზირას ზეთის წარმოებას გეგმავს

კომპანია „ჩირინა“ მზესუმზირას ზეთის წარმოებას იწყებს, რისთვისაც ქარხანა უკვე აშენებულია, ხოლო ნედლეულის ჩაბარებას ფერმერებისგან გეგმავენ. ამის შესახებ “ჩირინას” დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ BMG-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„სუპერსამშაბათის“ ლიდერები ბაიდენი და ტრამპი არიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების შესარჩევად ერთდროულად 15 შტატში ჩატარებული პირველადი არჩევნების(primary) წინასწარი შედეგებით, დემოკრატიული პარტიიდან ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან – ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დღე „სუპერსამშაბათის“ სახელითაა ცნობილი და წელს 5 მარტს დაემთხვა. ამ დღემდე ჩატარებულ ყველა პირველად არჩევნებშიც ბაიდენმა და ტრამპმა გაიმარჯვეს. […]

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. კერძოდ,, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. რაც შეეხება […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ზაჰესში კასკადის, ყაზბეგის, ავჭალის, ცქიტიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ. ინფორმაციის თანახმად, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შეყლაშვილის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ. „11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, […]

დონალდ ტრამპი „სუპერ სამშაბათზე“- ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ

ეს იყო საოცარი ღამე და საოცარი დღე, ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ასე გამოეხმაურა ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ტრამპმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერებს სუზი უილსს და კრის ლასივიტას, ასევე მის საარჩევნო შტაბს და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან გაყოფილი ქვეყანა” გახდა, რომელსაც მალე […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – გვჯერა, უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც შეუძლიათ განახორციელონ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად

შეერთებული შტატებში მიიჩნევენ, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ”გვჯერა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც მათ შეუძლიათ განახორციელონ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად,” – აღნიშნა მეთიუ მილერმა. ის ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემის ჩაძირვის ფაქტსაც გამოეხმაურა. “გვჯერა, რომ მათ მარაგში […]