Pegasus Airlines-ი საქართველოში ფრენებს სტამბოლიდან, ანკარიდან და ანტალიიდან განახორციელებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საქართველოში ფრენებს სტამბოლიდან, ანკარიდან და ანტალიიდან განახორციელებს. ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე Pegasus Airlines-ი კვირაში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ხოლო ანტალია-თბილისი-ანტალიას მიმართულებაზე ფრენებს, საწყის ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით. მოთხოვნის ზრდის ფონზე, მათ რაოდენობას გაზრდის და კვირაში 7 სიხშირით იფრენს. რაც შეეხება სტამბოლი(SAW)-თბილისი-სტამბოლის მიმართულებას, ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 17 სიხშირით განახორციელებს. სტამბოლსა […]
დროა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გავაძლიეროთ – ჯოზეფ ბორელი

დროა ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გავაძლიეროთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს. მისი თქმით, აღნიშნული უკრაინაში რუსეთის ომამდე ვერავის წარმოედგინა, ახლა კი მკაფიოა. „ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებამდე არავის წარმოედგინა, ახლა კი ნათელი გახდა. ეს […]
ჯაბა სამუშიამ თსუ გამომცემლობის ახალი პროექტები განიხილა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა თსუ გამომცემლობის ახალ ხელმძღვანელთან კახაბერ რუსიძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციით, შეხვედრაზე გამომცემლობის რეფორმასა და რეორგანიზაციაზე იმსჯელეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაისახა ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც თსუ გამომცემლობა ითანამშრომლებს სხვადასხვა გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიებთან. თსუ-ის გამომცემლობის წიგნები თსუ წიგნის მაღაზიის გარდა, გამავრცელებლების მიერ სხვა ქსელშიც […]
მომხმარებლებისგან 700-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ, უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება – ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჯამში 700-ზე მეტი განაცხადია შესული, რომელთა უმეტესობაც ონლაინ ვაჭრობას ეხება.
პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დააკავეს 8 პირი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისთვის მომზადება ედებათ ბრალად. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახეთ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, რვავე დაკავებულს აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი […]
მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს

მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს. ამის შესახებ მან 11 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა. “სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ მაქვს. მე ვიყავი მისი წარმომადგენელი როგორც იურისტი. ვიცავდი მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. იქ დასრულდა ჩემი და ქალბატონი სალომეს სამართლებრივ საკითხებზე ურთიერთობა. რაც შეეხება პოლიტიკურ თემას, ქალბატონი სალომე არის საქართველოს […]
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „თეთრი დროშის“ შესახებ რომის პაპის განცხადებების გამო ვატიკანის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „თეთრი დროშის“ შესახებ რომის პაპის განცხადებების გამო ვატიკანის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომის პაპის სამოციქულო დესპანს, ვისვალდას კულბოკასს განუმარტეს, რომ პაპი ფრანცისკეს განცხადების გამო უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან. „ასეთი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომი უგულებელყოფის წახალისებას ახდენს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. […]
თეონა აქუბარდია – ქვეყნის გამარჯვების შესაძლებლობაა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას ოპოზიციური ცენტრები – მაინც არ ვფიქრობ, რომ ახლა საბოლოო სურათი გვაქვს არჩევნებისთვის, კიდევ ბევრი რამ გადალაგდება

ცალკე ნიკა გვარამიას და ცალკე ნიკა მელიას ფასი არაფერი იქნებოდა, მათ გაერთიანებასთან შედარებით. ეს არის შესაძლებლობა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა. მისივე თქმით, გულშემატკივრობს როგორც ახალ, ისე სხვა პოლიტიკურ ცენტრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა არიან. „იმ მოცემულობაში, როცა გამარჯვება მხოლოდ ალტერნატიული მძიმეწონიანი ცენტრების შექმნით შეიძლება, ბუნებრივია, ცალკე […]
არაფერი ახალი, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალი პარტია სინამდვილეში არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში
არაფერი ახალი, სინამდვილეში ეს არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამის პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ განაცხადა. „ჩვენ ადრე, წინა თვეებში ვამბობდით, რომ იქნება მცდელობები, საზოგადოება როგორმე დააბნიონ ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოყალიბებით. სინამდვილეში ეს არის ისევ იგივე ხალხი, ისევ იმავე პოლიტიკური ბიოგრაფიებით. ძალიან კარგად […]
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადებიან

ოკუპირებული ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. მათი მთავარი დავალებაა, უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მაქსიმალური უსაფრთხოება. შესაბამისი ბრძანება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, 11 მარტს გამართულ საგანგებო თათბირზე გასცა. ოსური მედიის ცნობით, ალან გაგლოევთან გაფართოებულ შეხვედრას ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ესწრებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოსახლეობას კენჭისყრაში აქტიური მონაწილეობისკენ და ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ […]