რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის ომანის ყურის წყლებში ჩატარდება“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი – 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება და მის მიზანს საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის […]

გია ხუხაშვილი – გვარამიას შეუძლია სერიოზული ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს ალიანსში, ელექტორალურად მის პოტენციალს ვერ ვხედავ, „სნობურ“ გარემოში კი ბატონო, მაგრამ ის არ არის ხალხოსანი

უნდა ეყოთ შესაძლებლობები და ძალა ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს, რომ მაქსიმალურად დისტანცია დაიჭირონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ „ახალს“ ყველაზე მეტად გაუჭირდება, ძირითადად გვარამიას გამო , – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ პოლიტიკურ გაერთიანება „ახალზე“ საუბრისას განაცხადა. გია ხუხაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამია პოლიტიკურ გაერთიანებაში სერიოზულ ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს, თუმცა ელექტოლარულად მის პოტენციალს ვერ ხედავს. […]

თაკო ჩარკვიანი – ნიკა გვარამია დამენანა, საკმაოდ გონიერი ადამიანი მგონია, რა პერსპექტივას ხედავს? – არ მეპიტნავება ბევრი ოპოზიციაში, მაგრამ უნდა გაერთიანდეს დასავლური ფრთა

ნიკა გვარამია დამენანა, ჯერ ერთი, ინტელექტუალური ცდომილებაა – საკმაოდ გონიერი ადამიანი მგონია, რა პერსპექტივას ხედავს? , – ასე შეაფასა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გაერთიანება. როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ის სიმპათიით არის განწყობილი ნიკა გვარამიას მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სიმპათიით […]

” არავითარი “მაგრამ” – “კვარამ” მეოთხედფინალში უნდა გადაგვათრიოს” – იტალიური მედია

მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ნეაპოლი “ბარსელონასთან” მომავალი მატჩის და საყვარელი გუნდის მეოთხედფინალში გასვლის მოლოდინშია. Areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონცენტირებული იყო, ცუდი დღეები უკან მოიტოვა და უნდა “ნაპოლი” გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადაათრიოს: “უკანასკნელ ხანს ქართველმა თავისი შემოქმედითობა და ფორმა დაიბრუნა, გოლების გატანა დაიწყო, სურს ამით ისარგებლოს და პოზიტიურ განზყობაზე მყოფმა სეზონის […]

12-17 მარტი: ადგილები, სადაც წასვლას გირჩევთ

„ნეტგაზეთი” გირჩევთ ადგილებს, სადაც 12-17 მარტს შეძლებთ წასვლას: · „სიყვარულის რეცეპტი” – 12-17 მარტი. კინოთეატრები: ამირანი და კავეა სითი მოლი. დასაწყისი: 19:00, 22:00, 22:15. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩან ან ჰუნგის ფილმი, რომელიც ქართულ კინოეკრანებზე „სიყვარულის რეცეპტის” სახელით გამოვიდა, ორიგინალიდან კი შეგვიძლია, როგორც „დოდენ ბუფანის ვნებად” ვთარგმნოთ, უთუოდ უნდა ნახოთ. ცნობილი მზარეული დოდენ ბუფანი […]

რუსეთი ქართველ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებითაა დაინტერესებული – კარასინი

რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა. ის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დროს მიღწეული შედეგები კვლავ მოთხოვნადი იქნება. „დარწმუნებული […]

„2033 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი ტურიზმის სექტორში იქნება დასაქმებული“ – WTTC-ის პრეზიდენტი

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin 2024“ საპატიო სტუმრებთან სიტყვით გამოსვლისას, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯულია სიმპსონმა განაცხადა, რომ 2024 წელი მსოფლიო ტურიზმისთვის რეკორდული იქნება. „შარშანდელთან შედარებით, ძირითად ბაზრებზე, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე ვხედავთ ვიზიტორთა რაოდენობის ორნიშნა ზრდას. ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წელთან შედარებით, […]

“განახლებადი ენერგიების კუთხით, კარგი იქნება უფრო მეტი მხარდამჭერი მექანიზმის გააქტიურება” – EUGBC

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება, რამაც მინუს 857 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა სხვა შემომავალი ნაკადები 2023 წელს მაღალ დონეზე ფიქსირდებოდა. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ინვესტორების განწყობაზე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები […]

ევროკავშირის მხრიდან დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის “შესაფერისი ადგილის” მიჩენა

ევროკავშირის მხრიდან დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის “შესაფერისი ადგილის” მიჩენა ნელ-ნელა, თუმცა დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის “შესაფერისი ადგილის” მიჩენა, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნაცვლად იმისა, […]

თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს

თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს საქართველოში ვიზიტით აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრედ ნიკოლსონი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ გენერალს აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა […]