“არმანი მილანოსთან” მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა”. ბოლონიელებმა ერთ-ერთ კონკურენტსა და ევროლიგაში მოასპარეზე “არმანი მილანოს” უმასპინძლეს და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 84:75. ქართველმა ფორვარდმა შედეგიანად ითამაშა. შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. “ვირტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ბოლონიელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი – 27 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 […]

რუსეთის დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლას და უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას მოითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს. კანონპროექტის ავტორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი და რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი სერგეი ცეკოვი არიან. მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსი […]

ვისი ვიოლინო ვის როიალშია”?! – თაკო ჩარკვიანია მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

“ვისი ვიოლინო ვის როიალშია”?! – ასე შეაფასა თაკო ჩარკვიანმა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური ერთობა. “ჯანსუღის ხუმრობას მოვიშველიებ:” არ ვიცი ვისი ვიოლინო ვის როიალშია”?! – წერს თაკო ჩარკვიანი.

დავით არახამია “ურთიერთობის ნორმალიზებაზე” ოცნებას პასუხობს

ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია “ურთიერთობის ნორმალიზებაზე” საქართველოს მთავრობას პასუხობს. არახამია 3 პირობას ასახელებს, რომელთა შესრულებაც მისი თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შეუწყობს. “საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ “ურთიერთობების ნორმალიზების” მოტივით. თუ მართლა ვისაუბრებთ “ნორმალიზებაზე”, მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა: 1. ციხიდან გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. 2. […]

პაპის სიტყვების შემდეგ, ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინას იარაღი სჭირდება და არა თეთრი დროშები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უარყო პაპ ფრანცისკეს უკრაინისადმი მოწოდება თეთრი დროშის აღმართვის და რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე და თქვა, რომ კონფლიქტის დასრულების საუკეთესო გზა კიევის შეიარაღებაა. პაპის განცხადებების შესახებ 11 მარტს, სააგენტო როიტერსის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვას სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ თუ მსოფლიოს სურს მოლაპარაკების შედეგად გრძელვადიანი მშვიდობიანი გადაჭრა მოიძებნოს, საამისოდ საუკეთესო გზაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების […]

რუსეთის დუმას 1954 წელს უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმება სურს

რუსეთის დუმის კანონმდებლებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც აუქმებს 1954 წელს, საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას ყირიმის რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას იმის დასამტკიცებლად, რომ ყირიმი, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი. კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატის მიერ, აღწერს 1954 წლის გადაცემას, როგორც თვითნებობას […]

ევროკავშირმა უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო ჰაიტიდან დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა

ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს. „უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ადგილზე აქტივობა შეემცირებინა და პორტ-ო-პრენსედან ევროკავშირის დელეგაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა“, – განაცხადა პიტერ სტანომ. პიტერ სტანომ ძალადობის დონის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს ჰაიტის […]

აშშ-ში ახალი ჰიპერბგერითი თვითმფრინავი Talon-A გამოცადეს

Stratolaunch LLC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰიპერბგერითი თვითმფრინავი Talon-A (TA-1) გამოცადა და ფრენა წარმატებით განხორციელდა. „კომპანია Stratolaunch მოხარულია გამოაცხადოს, რომ Talon-A საცდელი თვითმფრინავის TA-1 პირველი კონტროლირებადი ფრენა წარმატებით დასრულდა“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, განცხადებაში მითითებულია, რომ მოწყობილობა გამოცდილია ჰაერიდან უსაფრთხო დაშვებისთვის, ძრავის აალებაზე, აჩქარებაზე, ასვლაზე და წყალზე კონტროლირებად დაშვებაზე.

ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა, რაც უნდა იყოს მშპ-ს 2,5% და ზემოთ – ლადო კახაძე

ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა, ექიმისა და ექთნის პროპორციის აღდგენა და პროფესიული საზოგადოების აზრის გათვალისწინება – ამ გამოწვევებზე მუშაობას ურჩევს დეპუტატი ლადო კახაძე ყოფილ კოლეგას, ჯანდაცვის ახალ მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე bm.ge-სთან აცხადებს, რომ თუ ჯანდაცვის დაფინანსება გაიზრდება, შესაძლებელი გახდება მათ შორის DRG-ში ისეთი მიმართულებების დაფინანსება, რაზედაც კერძო სექტორი საუბრობს. „ჩვენი ყველაზე დიდი […]

ნეთანიაჰუს თქმით, დაღუპულ პალესტინელთა შორის 13 000 “ტერორისტია”

10 მარტს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ ომის დროს დაღუპულ პალესტინელებს შორის, სულ მცირე, 13,000 – „ტერორისტია“. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი განაგრძობს შეტევას სექტორის სამხრეთში, მიუხედავად ვაშინგტონის საწინააღმდეგო მოწოდებებისა. ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, “წითელი ხაზია”. “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის ადმინისტრაციის განცხადებით, ხუთთვიანი ომის განმავლობაში ღაზაში, დაახლოებით, 31 000 […]